Monday, August 31, 2020

1 - ლი სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება - თანხები პენსიონერების ანგარიშებზე წინასწარ შედგენილი გრაფიკით ჩაირიცხება

 


სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და ლი­ბერ­თი ბან­კის ერ­თობ­ლი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვით, 1 სექ­ტემ­ბრი­დან შე­იც­ვლე­ბა პენ­სი­ის გა­ცე­მის წესი, რაც გუ­ლის­ხმობს რომ ყო­ვე­ლი თვის 14 რი­ცხვის ნაც­ვლად სა­პენ­სიო თან­ხე­ბი პენ­სი­ის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბის ან­გა­რი­შებ­ზე ჩა­ი­რი­ცხე­ბა წი­ნას­წარ შედ­გე­ნი­ლი გრა­ფი­კის მი­ხედ­ვით, ყო­ვე­ლი თვის 1-დან 14 რი­ცხვამ­დე, ერთ კონ­კრე­ტულ თა­რიღ­ში და მო­მა­ვალ­შიც ამ თა­რიღ­ში გა­აგ­რძე­ლე­ბენ პენ­სი­ის მი­ღე­ბას.

💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ 💥💥  

ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია გა­და­ნა­წილ­დეს ასა­კო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­კა­დი პენ­სი­ის ჩა­რი­ცხვის თა­რი­ღებ­ში, იმი­სათ­ვის რომ მათ მი­ი­ღონ სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბა კი­დევ უფრო კომ­ფორ­ტულ და უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაც­ვა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის მო­მა­ტე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის­გან. შე­სა­ბა­მი­სად, 1 - ლი სექ­ტემ­ბრი­დან პენ­სი­ის მიმ­ღებ სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს პენ­სია ჩა­ე­რი­ცხე­ბა სა­კუ­თარ ან­გა­რიშ­ზე ყო­ველ თვეს ერთი და იგი­ვე თა­რიღ­ში. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­რი­ღის გა­გე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ვებ გვერ­დზე www.myliberty.ge, ლი­ბერ­თის ნე­ბის­მი­ერ ბან­კო­მატ­სა და სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით, ცხელ ხაზ­ზე 032 255 55 00 ან ლი­ბერ­თის ნე­ბის­მი­ერ სერ­ვის ცენ­ტრში.

💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან

რაც შე­ე­ხე­ბა რე­გი­ო­ნებ­სა და სოფ­ლებს, სა­დაც არ არის ლი­ბერ­თის სერ­ვის ცენ­ტრე­ბი, ყო­ვე­ლი თვის 14 რი­ცხვი­დან ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა ლი­ბერ­თი ექ­სპრე­სის მო­ბი­ლუ­რი ბან­კი და შე­სა­ბა­მი­სი გრა­ფი­კე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­სა და გამ­გე­ო­ბებ­ში. მა­გა­ლი­თად, თუ სექ­ტემ­ბერ­ში პენ­სია ჩა­ი­რი­ცხა 3 რი­ცხვში - გაგ­ძელ­დე­ბა ჩა­რი­ცხვა ყო­ვე­ლი თვის 3 რი­ცხვში, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი თუ 3 რი­ცხვი ემ­თხვე­ვა არა სა­მუ­შაო დღეს. პენ­სი­ის მიმ­ღე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ან­გა­რიშ­ზე ჩა­რი­ცხუ­ლი თან­ხის გა­ნაღ­დე­ბას, ან ბა­რა­თით გა­დახ­დებს შეძ­ლე­ბენ ჩა­რი­ცხვის­თა­ნა­ვე. პენ­სი­ის თან­ხით სარ­გებ­ლო­ბა, რო­გორც გა­ნაღ­დე­ბა, ასე­ვე ბა­რა­თით გა­დახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩა­რი­ცხვის თა­რი­ღი­დან ნე­ბის­მი­ერ დროს.

"ამ ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი და და­ცუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნა იყო. ასე­ვე, გვინ­და თი­თო­ე­ულ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს შევ­თა­ვა­ზოთ ღირ­სე­უ­ლი სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბა და მეტი დრო და­ვუთ­მოთ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რი­გე­ბის გან­ტირ­თვა კონ­კრე­ტულ თა­რი­ღებ­ში, ბან­კის სერ­ვის ცენ­ტრებ­ში ნა­კა­დის ეფექ­ტუ­რი გამ­ტა­რო­ბა და მომ­ხმა­რებ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მი­ვი­ღეთ ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა, და­ვი­ნა­ხეთ ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლის მხრი­დან მეტი მიმ­ღებ­ლო­ბა სი­ახ­ლე­ე­ბის, კერ­ძოდ დის­ტან­ცი­უ­რი სა­ბან­კო არ­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და ბა­რა­თით გა­დახ­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ამ სი­ახ­ლე­საც და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სე­ბენ რო­გორც ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბაც", - გა­ნა­ცხა­და ლი­ბერ­თი ბან­კის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ვა­სილ ხო­დელ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, პენ­სი­ის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ბა­რა­თით გა­დახ­დი­სას სარ­გებ­ლო­ბენ სპე­ცი­ლუ­რი ფას­დაკ­ლე­ბე­ბი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით: 70%-მდე ფას­დაკ­ლე­ბა ევექ­სი კლი­ნი­კებ­ში, 20%-მდე ფას­დაკ­ლე­ბა ფარ­მა­დე­პოს აფ­თი­ა­ქე­ბის ქსელ­ში და სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სე­ბი 350-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქტზე ნი­კო­რა სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ­ში მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. სო­ცი­ა­ლურ ბა­რათ­ზე და­რი­ცხუ­ლი პენ­სი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ სა­ვაჭ­რო ობი­ექტსა და აფ­თი­აქ­ში - ყველ­გან, სა­დაც ბა­რა­თით გა­დახ­და არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. სო­ცი­ა­ლუ­რი ბა­რა­თის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია ლი­ბერ­თის ინ­ტერ­ნეტ და მო­ბა­ილ ბან­კის სერ­ვი­სე­ბი.

ambebi.ge

No comments:

Post a Comment