Friday, August 28, 2020

ჯეფ ბეზოსის ქონებამ 200 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა

 


 უმსხვილესი ონლაინ მაღაზიის Amazon დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯეფ ბეზოსი კაცობრიობის ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც 200 მილიარდზე მეტი აშშ დოლარი დააგროვა. მისმა ქონებამ აღნიშნულ თანხას Amazon-ის აქციების ფასის 2 პროცენტით გაზრდის შემდეგ გადააჭარბა, რის შედეგადაც ბეზოსის კაპიტალს 4.9 მილიარდი აშშ დოლარი დაემატა.

💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ 💥💥 

2020 წლის დასაწყისში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონება 115 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო ვაჭრობამ ძირითადად ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, Amazon-ის აქციების ფასი საერთო ჯამში 80 პროცენტით გაიზარდა. შედეგად, კომპანიის 11 პროცენტის მფლობელი ბეზოსის ქონების ღირებულებამ 202 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. 56 წლის ბიზნესმენი Amazon-თან ერთად ყოველდღიური გამოცემის The Washington Post და კოსმოსური ხომალდების მწარმოებელი კომპანიის Blue Origin მფლობელია.

💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან

ჯეფ ბეზოსი უფრო მდიდარი იქნებოდა, რომ არა გასულ წელს მაკენზი სკოტთან განქორწინება. მან ყოფილ ცოლს Amazon-ის აქციების 25 პროცენტი დაუთმო, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის ქონებამ 63 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. სკოტი მილიარდერების რეიტინგში მე-13 ადგილს იკავებს და ყველაზე მდიდარი ქალების სიაში, კომპანია L'Oréal-ის მფლობელის, ფრანსუაზა ბეტანკურ მაიერსის შემდეგ, რიგით მეორეა.

გამოცემა Blooоmberg-ის მიერ 2020 წლის 27 აგვისტოს გამოქვეყნებული მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეული.

გამოცემა Blooоmberg-ის მიერ 2020 წლის 27 აგვისტოს გამოქვეყნებული მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეული.
 
Amazon-ის დამფუძნებელი ერთადერთი მილიარდერი არ არის, რომლის შემოსავალიც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გლობალური კრიზისის მიუხედავად მკვეთრად გაიზარდა. ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა საკუთარ ქონებას 13 მილიარდზე მეტი აშშ დოლარი შემატა და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. ტექნოლოგიური საკომუნიკაციო კომპანიის Zoom დამფუძნებელმა, ერიკ იუანმა კი მარტიდან ივნისამდე დროის პერიოდში 2 მილიარდი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო.
Bloomberg-ის მუდმივად განახლებად რეიტინგს 202 მილიარდი აშშ დოლარით სწორედ ჯეფ ბეზოსი ლიდერობს. მეორე პოზიციაზე 124 მილიარდი აშშ დოლარით Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსია, მესამე ადგილს კი Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი იკავებს, რომლის ქონებაც 115 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების პირველი ოთხეული ტექნოლოგიური კომპანიების დამაარსებლებითა და ხელმძღვანელებითაა დაკომპლექტებული, ათეულში კი სულ შვიდი ასეთი პიროვნებაა.
popx.ge 

No comments:

Post a Comment