Thursday, August 20, 2020

მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დასრულდა

 

იხილეთ უცხოური ენების, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ქართულის, როგორც მეორე ენის გამოცდების შედეგები. სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.
 

შედეგების გაგება მასწავლებლობის მსურველებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
 

მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 18 აგვისტოდან დაიწყო და დღეს, 20 აგვისტოს დასრულდა. სააპელაციო განაცხადების მიღება 21 აგვისტოს დაიწყება. დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. 


naec.ge

No comments:

Post a Comment