Monday, August 17, 2020

I-IV კლასებისთვის სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება სავალდებულოა

 

 

რადგან პატარა ასაკის ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია სოციალიზაციისთვის სკოლის სივრცეში მათი სასწავლო პროცესში ჩართვა, ამიტომ სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა, - ამის შესახებ ეკატერინე დგებუაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

 💥💥 რეგისტრაცია სასურველი საგნების შესასწავლად, ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ 

 „მეხუთე კლასის ზემოთ სკოლებს ვთავაზობთ მოქნილ გრაფიკს. თუ სკოლას სჭირდება დამატებით ერთი დღე, მაგალითად შაბათის გამოყენება, სკოლას შეუძლია სასწავლო დღედ გამოაცხადოს შაბათი და თუ საჭიროება იქნება შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად დააორგანიზოს ისე, რომ მოსწავლეებმა სკოლაში იარონ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ შერეული მოდელი, რასაც დისტანციურ სწავლებას ვეძახით“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მისი თქმით ეს რეგულაცია ვრცელდება როგორც საჯარო, ასე კერძო სკოლებზე.

რა წესების დაცვით განახლდება სკოლებში სასწავლო პროცესი. დეტალურად

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება.

imedinews.ge

1 comment:

  1. მომწონს მიდგომა.დაწყებითში საკლასო გარემოში ყოფნა მნიშვნელოვანია.

    ReplyDelete