Monday, September 7, 2020

"მყავს 300 ფრთა ქათამი და 20 სული საქონელი, მათი საკვები სიმინდიც მომყავს" - ცნობილი შეფ-მზარეულის მეურნეობა ახმეტაში

 


გა­მოც­დილ შეფ-მზა­რე­ულს რეს­ტო­რა­ნი პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ჰქონ­და, ახლა სა­ქარ­თვე­ლო­შია რეს­ტორ­ნე­ბის მე­პატ­რო­ნე. რო­გორც ამ­ბობს, ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია, მუდ­მი­ვად შრო­მობს, გა­ჩე­რე­ბა არ შე­უძ­ლია, გა­ნუ­წყვე­ტე­ლი ახ­ლის ძი­ე­ბა მისი ცხოვ­რე­ბის სტი­ლია. ამის დას­ტუ­რია ისიც, რომ ბოლო 6 თვეა ფერ­მე­რულ საქ­მი­ა­ნო­ბა­შია ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სო­ფელ არ­გოხ­ში. შეფ-მზა­რე­ულ გუ­რამ ბაღ­დოშ­ვილს დიდი გეგ­მე­ბი აქვს.

💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ 💥💥 

- ფერ­მე­რო­ბა უფრო იმი­ტომ და­ვი­წყე, რომ დღეს ბა­ზარ­ზე რთუ­ლია სუფ­თა პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნა და ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი ეს იყო. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მივ­ხვდი, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ამ საქ­მე­ში უნდა გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, თან, ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და გა­დავ­წყვი­ტე, ფერ­მე­რო­ბაც და­მე­წყო. უკვე მყავს ქათ­მე­ბი და სა­ქო­ნე­ლი, ამას­თან, მათი საკ­ვე­ბი სი­მინ­დის მოყ­ვა­ნაც და­ვი­წყე. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ქონ­ლის საკ­ვე­ბი ძვი­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ საკ­ვე­ბის წარ­მო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვად არა გაქვს, პრო­დუქ­ტი 30%-ით გიძ­ვირ­დე­ბა.

💢💢 რომელ უნივერისტეტებში მოხვდნენ განათლების სახლის კურსდამთავრებულები   - იხილეთ ფოტოალბომი     

- სად ინა­ხავთ და უვ­ლით ფრინ­ველ-სა­ქო­ნელს?

- ფერ­მა ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სო­ფელ არ­გოხ­შია, ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობთ თუმ­ცა არ­ცთუ ური­გოდ. სა­მა­სამ­დე ფრთა ქა­თა­მი მყავს და 20 სული ჰო­ლან­დი­უ­რი სა­ქო­ნე­ლი. მე­გობ­რებ­მა კო­ო­პე­რა­ტი­ვი გა­ვა­კე­თეთ და ვმუ­შა­ობთ.

- პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი შეფ-მზა­რე­უ­ლი ბრძან­დე­ბით... ამ 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ფერ­მე­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა და­ი­წყეთ, რას მიხ­ვდით?

- წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, იყო მზა­რე­უ­ლი და პრო­დუქ­ტის შექ­მნა არ შე­გეძ­ლოს. ამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­მო­ვა ერთ-ერთი ჟურ­ნა­ლი, რომ­ლის რე­დაქ­ტო­რი მე ვარ (პრო­ექ­ტი "ფერ­მი­დან ჩან­გალ­ზე"), და სწო­რედ ასე­თი კონ­ცეფ­ცი­ის რე­პორ­ტაჟს შევ­თა­ვა­ზებთ მკი­თხველს - სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბა, ხა­რის­ხი, სტა­ბი­ლუ­რი მი­წო­დე­ბა და კი­დევ ბევ­რი რამ დიდი პრობ­ლე­მაა.

 💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან   

- რა არის მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე, რა­საც ამ პე­რი­ოდ­ში წა­ა­წყდით?

- სირ­თუ­ლე, ძი­რი­თა­დად, ფი­ნან­სე­ბი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სია, იმი­ტომ, რომ დღეს გლეხს შრო­მა არ უღირს, ან არ უნდა, და­და­რა­ჯე­ბუ­ლი ეძებს მარ­ტივ გზას, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად ფული იშო­ვოს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ბევ­რს ბირ­ჟა ურ­ჩევ­ნია...

- კი, სამ­წუ­ხა­როდ, ასეა... რო­მე­ლი ჯი­შის სი­მინ­დი მოგ­ყავთ?

- ყვი­თე­ლი, ანუ "ქარ­თუ­ლი კრუ­გი", რო­მე­ლიც ურ­წყავ ნაკ­ვე­თებ­ში კარ­გად მო­დის, თუმ­ცა დახ­მა­რე­ბა, კულ­ტი­ვა­ცი­აც სჭირ­დე­ბა. ამას ტექ­ნი­კა აკე­თებს, ტრაქ­ტო­რი და კომ­ბა­ი­ნი კი იო­ლად სა­შოვ­ნე­ლი არ არის, რე­გი­ო­ნებ­ში ტექ­ნი­კა ჭირს. ასე­ვე სა­ჭი­როა მავ­ნე მცე­ნა­რე­ე­ბის მო­სას­პო­ბი წა­მა­ლიც, ვი­ტა­მი­ნე­ბი სო­კოს და­ა­ვა­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. სი­მინ­დის გა­ყიდ­ვას არ ვა­პი­რებ, მის­გან სა­ქონ­ლის სი­ლო­სი უნდა და­ვამ­ზა­დოთ - და­ჩე­ხი­ლი სი­მინ­დი უნდა დამწნილ­დეს, რო­მე­ლიც სი­ლო­სად გა­და­იქ­ცე­ვა. მერე ეს მწვა­ნე მასა მეწ­ველ ფურს ეძ­ლე­ვა. მოკ­ლედ, სი­მინ­დის ნა­ხე­ვა­რი ფრინ­ვე­ლის­თვის იქ­ნე­ბა და ნა­ხე­ვა­რი - სი­ლო­სის­თვის. სა­ქონ­ლის­თვის და­ღერ­ღილ სი­მინ­დის მა­სა­საც გა­მო­ვი­ყე­ნებთ, რომ მა­ღა­ლი წვე­ლა­დო­ბა და რძეს მდი­და­რი შემ­ცვე­ლო­ბა ჰქონ­დეს. სა­ქო­ნე­ლი უმე­ტე­სად მეწ­ვე­ლი მყავს, რძის პრო­დუქ­ტე­ბის­თვის.

- ქა­თა­მი მე­ხორ­ცუ­ლია თუ მეკ­ვერ­ცხუ­ლი?

- მეკ­ვერ­ცხულ-მე­ხორ­ცუ­ლია, უნ­გრულ-ფრან­გუ­ლი... 4 თვი­დან იწყებს კვერ­ცხის დე­ბას და წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 340 ცალს დებს, ხორ­ცის მა­საც დიდი აქვს.

- ეს პრო­დუქ­ტი თქვე­ნი რეს­ტორ­ნე­ბის­თვის გჭირ­დე­ბათ?

- დიახ.

- კმა­ყო­ფი­ლი ხართ, ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რომ მი­ი­ღეთ და პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი ამის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეთ?

- ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლი­აო, ამ ან­და­ზამ პან­დე­მი­ის დროს მარ­თლა იმუ­შა­ვა, მაგ­რამ გზა­დაგ­ზა ბევ­რი პრობ­ლე­მა გვხვდე­ბა. გგო­ნია, რომ რა­ღაც თან­ხა კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მის­თვის გე­ყო­ფა, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად სხვა დაბ­რკო­ლე­ბა ჩნდე­ბა. მოკ­ლედ, რო­გორც ვა­ტყობ, მეტი გამ­ძლე­ო­ბა, გა­ნათ­ლე­ბა და საქ­მის ცოდ­ნაა სა­ჭი­რო. დღეს გლე­ხი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას იმი­ტომ გა­ურ­ბის, რომ დიდი თან­ხე­ბი სჭირ­დე­ბა, ასე­ვე ტექ­ნი­კაც, მას კი არა აქვს. სა­ხელ­მწი­ფოს­გა­ნაც არა აქვს ხელ­შე­წყო­ბა, ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც გლე­ხი მე­ურ­ნე­ო­ბას აა­ღორ­ძი­ნებს. ხომ ნა­ხეთ, პან­დე­მი­ის დროს რო­გო­რი რთუ­ლი პე­რი­ო­დი გვქონ­და პრო­დუქ­ტე­ბის მო­წო­დე­ბა­ში, ხა­რისხში. ამ­ბი­ცი­უ­რი მი­ზა­ნი უნდა და­ვი­სა­ხოთ - უნდა შევ­ძლოთ და მოვ­სპოთ პრო­დუქ­ტის იმ­პორ­ტი და ჩვენ­თან შევ­ქმნათ, რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც ჩვე­ნი ნი­ა­და­გი გვაძ­ლევს.

- ჩვენს მკი­თხველს, მათ შო­რის დამ­წყებ ფერ­მე­რებს, რას ურ­ჩევთ?

- დაბ­რკო­ლე­ბე­ბი­სა და პრობ­ლე­მე­ბის გამო არ ჩა­მო­ყა­რონ ყუ­რე­ბი, შე­ე­ჭი­დონ ამ საქ­მეს. ჯერ მცი­რე ბიზ­ნე­სით და­ი­წყონ, ბევ­რი რამ შე­ის­წავ­ლონ, ფეხ­ზე დად­გნენ და შემ­დგომ დიდ წარ­მო­ე­ბა­ზე გა­და­ვიდ­ნენ.

 

ambebi.ge

 

No comments:

Post a Comment