ჭიდაობაში ირანის მრავალგზის პრიზიორსა და ნაკრების წევრ ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯიან. განაჩენის აღსრულებამდე კი 74-ჯერ გაროზგავენ.
💥💥
სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო
გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი
სურვილისამებრ 💥💥
27 წლის სპორტსმენს ირანის სასამართლომ უმკაცრესი სასჯელი სამი წლის წინანდელ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო გამოუტანა. ნავიდის გარდა, განაჩენი მის ორ ძმასაც გამოუცხადეს, რომლებიც იგივე ბრალდებით არიან დაკავებულები. ვაჰიდ აფკარის 54 წელი მიუსაჯეს, ხოლო ჰაბიბს - 27.
💢💢 რომელ უნივერისტეტებში მოხვდნენ განათლების სახლის კურსდამთავრებულები - იხილეთ ფოტოალბომი
სამ ძმას სასამართლომ ოცზე მეტი ბრალდება წაუყენა. მათ შორის - ეროვნული უსაფრთხოების შერყევის მცდელობა და ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის შეურაცხყოფა.
ბრალდებულთა დედამ გაავრცელა განცხადება, რომ ირანის სასამართლო სიყალბითაა სავსე და მის შვილებს თავის დაცვის საშუალება შეგნებულად არ მისცეს.
💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან
საინფორმაციო სააგენტომ „The Human Rights Activists News” კი გაავრცელა ნავიდ აფკარის წერილი, რომელშიც სპორტსმენი წერდა, რომ ციხეში სასტიკად აწამებდნენ. ვახიდმა კი ასევე გაუსაძლისი ფიზიკური ზეწოლის გამო ორჯერ სცადა საკანში თავის მოკვლა.
radiotavisfupleba.ge

No comments:
Post a Comment