Sunday, January 24, 2021

30 წლის ექთანი ამბობს, რომ კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა - "მეორედ ინფიცირებისას "შაქარი" დამემართა, მაგრამ ფილტვებზე პრობლემა არ ყოფილა"

 

 


 

30 წლის მარ­გო პავ­ლი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­მე­დი­ცი­ნო ქსელ "გორ­მე­დის" გო­რის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ექთა­ნია ამ­ბობს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი ორ­ჯერ გა­და­ი­ტა­ნა.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში პავ­ლი­აშ­ვი­ლი ჰყვე­ბა, რომ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბა პირ­ვე­ლად 17 აგ­ვის­ტოს და­უ­დას­ტურ­და. მისი თქმით, მა­შინ მკურ­ნა­ლო­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლის სტა­ცი­ო­ნარ­ში უტარ­დე­ბო­და.

💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ 💥💥 

"6 წე­ლია ექთ­ნად ვმუ­შა­ობ, ჯერ თბი­ლის­ში ვმუ­შა­ობ­დი, შემ­დეგ კი - გორ­ში. უკვე მე-3 წე­ლია, "გორ­მე­დის" თე­რა­პი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის მედ­და ვარ. მას შემ­დეგ კი, რაც "გორ­მე­დის" გო­რის კლი­ნი­კა ჰიბ­რი­დულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­და და სხვა პა­თო­ლო­გი­ე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­მიჯ­ნულ სივ­რცე­ში კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის მი­ღე­ბაც და­ი­წყო, უკვე კო­ვიდსტა­ცი­ო­ნარ­ში ვმუ­შა­ობ.

პირ­ვე­ლად, კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია 17 აგ­ვის­ტოს და­მი­დას­ტურ­და. მარ­ტო­ხე­ლა დედა ვარ, ორ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ, თუმ­ცა ბავ­შვე­ბი მა­შინ­ვე გავ­გზავ­ნე დე­დას­თან და ისი­ნი არ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლან. მკურ­ნა­ლო­ბა ჰოს­პი­ტა­ლის სტა­ცი­ო­ნარ­ში მი­ტარ­დე­ბო­და (იმ პე­რი­ოდ­ში მხო­ლოდ ჰოს­პი­ტალ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და კო­ვიდკ­ლი­ნი­კა).

💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან

მე­ო­რედ ინ­ფი­ცი­რე­ბა კი ოთხი თვის შემ­დეგ, 1-ელ დე­კემ­ბერს და­დას­ტურ­და. მე­ო­რედ უფრო რთუ­ლი სიმპტო­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია, ვიდ­რე პირ­ვე­ლად ინ­ფი­ცი­რე­ბი­სას. სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა პირ­ვე­ლად ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ ხან­გრძლი­ვად დამ­რჩა, მე­ო­რედ კი - შა­ქა­რი და­მე­მარ­თა, მაგ­რამ ფილ­ტვე­ბის პრობ­ლე­მა არ­ცერ­თი ინ­ფი­ცი­რე­ბი­სას არ ყო­ფი­ლა, მე­ო­რედ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი კა­რან­ტინ­ში და ექიმ­თან შე­თან­ხმე­ბით ვმკურ­ნა­ლობ­დი.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­როს, რთუ­ლია რა­ი­მეს და­ბე­ჯი­თე­ბით თქმა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მთელ მსოფ­ლი­ო­ში და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო­შიც, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად წარ­მო­ად­გენს რის­კჯ­გუფს, თა­ნაც, გარ­და ჩემი პრო­ფე­სი­ი­სა და სა­მუ­შაო ად­გი­ლი­სა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე ვარ, მეც ვსარ­გებ­ლობ მა­ღა­ზი­ე­ბით, აფ­თი­ა­ქით თუ ტრან­სპორ­ტით და ძნე­ლია იმის თქმა, სად და­ვინ­ფი­ცირ­დი", - აღ­ნიშ­ნავს მარ­გო პავ­ლი­აშ­ვი­ლი.

💢💢 რომელ უნივერისტეტებში მოხვდნენ განათლების სახლის კურსდამთავრებულები   - იხილეთ ფოტოალბომი 

"გორ­მე­დის" თე­რა­პი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გია მღებ­რიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მარ­გო პავ­ლი­აშ­ვილს კო­ვიდ-19 ორ­ჯერ­ვე PCR ტეს­ტით და­უ­დას­ტურ­და, სხვა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­ში კი კო­რო­ნა­ვირუ­სის ორ­ჯერ და­ფიქ­სი­რე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

ორგზის კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი ექთა­ნი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას უკვე შე­უდ­გა, შვი­ლე­ბიც - 10 წლის ბიჭი და 8 წლის გო­გო­ნა, ბე­ბი­ის სახ­ლი­დან დე­დას­თან დაბ­რუნ­დნენ.

რო­გორც გვიყ­ვე­ბა, მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რის­კის ქვეშ ექი­მე­ბი არი­ან და გული წყდე­ბა, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­დი­კო­სე­ბის მი­სა­მარ­თით გარ­კვე­უ­ლი კრი­ტი­კა ის­მის.

"ზო­გა­დად, ყუ­რა­დღე­ბა და თბი­ლად მოქ­ცე­ვა ყვე­ლას სი­ა­მოვ­ნებს, მი­თუფ­რო, როცა ადა­მი­ანს უჭირს. მის­თვის თი­თო­ე­ულ სი­ტყვას მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. პა­ცი­ენ­ტე­ბის მხრი­დან უხე­შო­ბა არ მახ­სენ­დე­ბა. ყო­ფი­ლა ფსი­ქი­კუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის მქო­ნე კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტიც თუმ­ცა, მშვი­დი მიდ­გო­მით და მზრუნ­ვე­ლო­ბით, არა­ნა­ირ გარ­თუ­ლე­ბას არ ჰქო­ნია ად­გი­ლი.

აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ამ ვი­თა­რე­ბა­ში, ამ კრი­ზი­სულ პე­რი­ოდ­ში, მედ­პერ­სო­ნა­ლი რომ არის რის­კის და პა­რა­ლე­ლუ­რად, გარ­კვე­უ­ლი ზე­წო­ლის ქვეშ, ასე არა­ვი­ნაა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად მხვდე­ბა ისე­თი პოს­ტე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ვერ ხე­დავს იმას, რაც რე­ა­ლუ­რად ხდე­ბა, ვერ ხე­დავს, რომ უკვე ამ­დე­ნი თვეა, სრუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბრძო­ლის წინა ხაზ­ზეა" - ამ­ბობს მარ­გო პავ­ლი­აშ­ვი­ლი.

ambebi.ge

No comments:

Post a Comment