Thursday, January 28, 2021

გიგა ყუფარაძემ მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა და ჩემპიონი გახდა!


 ქართველი მოჭადრაკე გიგა ყუფარაძე საერთაშორისო ონლაინ საჭადრაკო ტურნირის “Titled Tuesday Blitz” გამარჯვებული გახდა. ონლაინ პლატფორმა chess.com-ზე გამართულ ტურნირში, ქართველმა დიდოსტატმა მაქსიმალური 11- დან 10 ქულა მოიპოვა და ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულა.

 💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ 💥💥 

აღსანიშნავია, რომ ყუფარაძემ მე-10 რაუნდში მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერი, ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა. ნაკამურა 9.5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.

💢💢 რომელ უნივერისტეტებში მოხვდნენ განათლების სახლის კურსდამთავრებულები   - იხილეთ ფოტოალბომი 

მესამე ადგილი კიდევ ერთმა ამერიკელმა, რეიტინგის 33-ე ნომერმა, ჯეფრი შიონგმა დაიკავა, რომელმაც ასევე 9.5 ქულა მოიპოვა. “Titled Tuesday Blitz” შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მასში 68 ქვეყნის 747 ტიტულოვანი მოჭადრაკე მონაწილეობდა. 

 💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან

ტურნირი ყოველ სამშაბათს ტარდება და მასში მონაწილეობა მხოლოდ საერთაშორისო ტიტულის მქონე მოჭადრაკეებს შეუძლიათ.

ipress.ge

 

No comments:

Post a Comment