Friday, February 26, 2021

გამოცდებისათვის რეგისტრაცია 1 მარტიდან დაიწყება და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება


 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველი მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათამდე  გაგრძელდება.
 

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. გამოცდებში მონაწილეობის მსურველმა უნდა აირჩიოს შესაბამისი გრაფა და მიჰყვეს ინსტრუქციას. 






რეგისტრაციის გავლამდე გამოცდებში მონაწილეობის მსურველები ყურადღებით უნდა გაეცნონ შემდეგ ინფორმაციას:


ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. ამავე თანხას იხდის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეც. პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის  დარეგისტრირება უფასოა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის და მასწავლებლობის მსურველი პირებისათვის რეგისტრაციის საფასურია 50 ლარი. 
 

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

1. ცენტრის ვებგვერდიდან იხ. ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
3. ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
6. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი (თანხა აისახება მომდევნო დღეს).

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა ჩაწეროს სარეგისტრაციო გრაფაში პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და  ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge და ფეისბუკგვერდზე https://www.facebook.com/www.naec.ge/  განთავსებულ ინფორმაციაზე. ვთხოვთ გამოცდების ყველა მონაწილეს, არ ენდოს გადაუმოწმებელ ინფორმაციას! დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ცენტრის ცხელი ხაზის ოპერატორს ნომერზე: (032) 2473333.
naec.ge

„ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ - 2021

 


 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2021 წლის  ელექტრონული კრებული „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა.  ცნობარში მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები,  კომპეტენციის  ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა დეტალები.
 

ცნობარში ასევე მითითებულია  გამოცდებთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია: სიახლეები, რეგისტრაციის ინსტრუქცია, ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ.
 
 
naec.ge

Wednesday, February 24, 2021

მთავრობა შეზღუდვების მოხსნის გეგმასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს


 

კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვების ნაწილის მოხსნა 1-ელი მარტიდან დაიწყება.

რეგულაციების შემსუბუქების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ - 599 20 10 96, ვაჟა-ფშაველას 10, მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტთან 💥💥  

„მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგულაციების შემსუბუქების გეგმა შემდეგია:

სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, 25 თებერვლიდან არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;

💢💢 რომელ უნივერისტეტებში მოხვდნენ განათლების სახლის კურსდამთავრებულები   - იხილეთ ფოტოალბომი 

სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან, ასევე ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან;

რესტორნებს შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან;

ამასთან, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;

რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება;

კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1 მარტიდან;

სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1 მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;

💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან

უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1 მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას - 15 მარტიდან;

სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან;

მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1 მარტიდან;

თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან;

არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან;

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს“, - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ipn.ge

Wednesday, February 10, 2021

მოსწავლეებმა ერთმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან – ახალი რეგულაცია

 


 

საქართველოს მთავრობის განცხადებით, განათლების სამინისტრომ რეკომენდაციები განაახლა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეებმა სკოლაში გადაადგილებისას 1-მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან. V-XII კლასების მოსწავლეებისთვის კი სკოლის საერთო სივრცეებში პირბადის ტარებაა სავალდებულო.

რეკომენდაციებსა და წესებს შორისაა:

მოსწავლის ტრანსპორტირება:

სკოლაში შესვლამდე:

  • თერმოსკრინინგის ჩასატარებლად მოსწავლეებმა უნდა დაიცვან 1-მეტრიანი დისტანცია და დასაშვები ტემპერატურის შემთხვევაში, გაიარონ დეზობარიერი, დაიმუშაონ ხელები ანტიბაქტერიული ხსნარით და მხოლოდ მას შემდეგ გადაადგილდნენ დანიშნულების ადგილამდე;
  • რეკომენდაციების მიხედვით, თერმოსკრინინგისას 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება პირის სპეციალურად განსაზღვრულ სივრცეში გადაყვანა და 15 წუთის შემდეგ განმეორებით, სამედიცინო თერმომეტრით ტემპერატურის გადამოწმება;
  • 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ტექნიკური პერსონალი და გარეშე პირები სკოლაში არ დაიშვებიან. მოსწავლეს კი სკოლის წარმომადგენელი გადაიყვანს წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში, რის შემდეგაც დაუკავშირდებიან მოსწავლის მშობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც პასუხისმგებელია მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანისთვის.

მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებული იქნება დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად.

💢💢 რომელ უნივერისტეტებში მოხვდნენ განათლების სახლის კურსდამთავრებულები   - იხილეთ ფოტოალბომი 

მოსწავლის პირადი ჰიგიენა სკოლაში:

  • განახლებული რეკომენდაციების მიხედვით, სკოლის საერთო სივრცეებში V-XII კლასის მოსწავლეები უნდა გადაადგილდნენ მხოლოდ პირბადით;
  • ამასთან, მოსწავლემ სკოლაში გადაადგილებისას უნდა დაიცვას 1-მეტრიანი დისტანცია.
  • საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ მოსწავლემ ხელები უნდა დაიბანოს საპნით და გაიმშრალოს ქაღალდის ხელსახოცით, გაკვეთილზე ხელის დაბინძურების შემთხვევაში კი მოსწავლემ ხელები უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით;
  • ხველების ან ცემინების შემთხვევაში მოსწავლემ სახეზე უნდა აიფაროს მოხრილი იდაყვი ან გამოიყენოს ერთჯერადი ხელსახოცი;
  • დოკუმენტში ნათქვამია, რომ გამოყენების შემდეგ ხელსახოცი მოსწავლემ უნდა მოათავსოს თავდახურულ ურნაში. საკვების მიღებამდე და შემდეგ მოსწავლემ აუცილებლად უნდა დაიბანოს ხელები.

რეკომენდაცია მშობლებს:

  • მთავრობის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციების მიხედვით, შვილის ცხელების ან რესპირაციული სიმპტომების შემთხვევაში, ბავშვი ექვემდებარება სახლში დარჩენას;
  • მშობელი ვალდებულია, სკოლას აცნობოს შვილის გამოუცხადებლობის მიზეზი და უზრუნველყოს ოჯახის ექიმის გამოძახება ან მისი გადაყვანა ცხელების ცენტრში.
  • 💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან

რეკომენდაცია მასწავლებლებს:

  • დოკუმენტის მიხედვით, სკოლის საერთო სივრცეებში მასწავლებელი უნდა გადაადგილდეს მხოლოდ პირბადით;
  • სკოლის შენობაში შესვლისთანავე მასწავლებელმა უნდა გაიაროს დეზობარიერი;
  • კლასიდან კლასში გადაადგილებისას, მასწავლებელმა ხელები უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით;
  • მშობელთან კომუნიკაცია მასწავლებელმა უნდა წარმართოს დისტანციური სერვისების გამოყენებით;
  • მასწავლებელმა უნდა მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით;
  • მასწავლებელმა ინტენსიურად უნდა იმუშაოს მოსწავლეებთან მათი ცნობიერების ასამაღლებლად.

ამასთან, მთავრობაში აცხადებენ, რომ  ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით.

მთავრობაში აცხადებენ, რომ სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართვის მიზნით, ტარდება სკოლების მონიტორინგი და მოწესრიგდა სველი წერტილები 800-მდე სკოლაში.

სკოლების პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს კი უტარდებათ ტესტირება COVID-19-ზე.

მთავრობაში აცხადებენ, რომ  სამინისტროს ინიციატივით, სკოლებს მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება დაევალათ, რომლის ფარგლებშიც მშობლები სისტემატურად მიიღებენ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • სკოლის სპეციალური აღჭურვილობებით, დეზობარიერებით, სადეზინფექციო საშუალებებითა და უკონტაქტო თერმომეტრებით უზრუნველყოფა;
  • სკოლის მოვლა-პატრონობისა და დალაგება-დასუფთავების მიზნით გატარებული ღონისძიებები;
  • სკოლაში სველი წერტილების მდგომარეობა;
  • საკლასო ჯგუფების ცვლებში განაწილება, მიმდინარე საგაკვეთილო ცხრილი და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის რესურსოთახით სარგებლობის განრიგი;
  • სკოლის ეზოსა და შენობაში მოსწავლეთა ნაკადების შესვლის, გასვლისა და გადაადგილების ორგანიზება;
  • თერმოსკრინინგის უზრუნველყოფა;
  • სკოლის პერიმეტრზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებული მოთხოვნები;
  • დისტანციური სწავლების ფორმა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის;
  • სკოლის პერსონალის COVID-19-ზე სავალდებულო ტესტირება;
  • მშობლებთან კომუნიკაციისთვის გამოყოფილი დრო და ფორმატი.

მთავრობის გნაცხადებით, მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციურ სწავლებას შორის. აღნიშნული სერვისის მისაღებად, მშობელი ვალდებულია მოსწავლე დაარეგისტრიროს ონლაინრეგისტრაციის გზით https://online.emis.ge -ზე

გარდა ამისა, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, მუშაობა დისტანციურ ფორმატში განაგრძონ.

netgazeti.ge

 

Monday, February 8, 2021

ავთანდილ ცოტნიაშვილის დაბადების 85-ე წლისთავთან დაკავშირებით დაწესდა მისი სახელობის სტიპენდია

 



#განათლებისსახლი
ს მოსწავლებისთვის ავთანდილ ცოტნიაშვილის დაბადების 85-ე წლისთავთან დაკავშირებით დაწესდა მისი სახელობის სტიპენდია.
კურსდამთავრებული, რომელიც დაიმსახურებს უმაღლეს შეფასებას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, უნივერსიტეტში სწავლისას, 2021-22 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 100 ლარის ოდენობით!
 
- განათლების სახლის ადმინისტრაცია