მომღერალ თემო საჯაიასა და მოდელ მარიტა ჯანაშიას სასიყვარულო ურთიერთობა ახალ ფაზაში გადავიდა. წყვილმა ჯვარი დაიწერა და ულამაზესი ქორწილიც გადაიხადა.
💥💥
სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო
გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი
სურვილისამებრ 💥💥
თემო და მარიტა ჯერ კიდევ ივლისში დაინიშნენ. მომღერალმა ლამაზმან საცოლეს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა და თანხმობაც მიიღო.
ქორწილის ყველა სტუმარი თეთრებში იყო გამოწყობილი. პატარძალს ჯვრისწერის ცერემონიაზე გრძელი, ტრადიციული დიზაინის მქონე კაბა ეცვა, ხოლო საქორწინო წვეულებაზე მოკლე და თავისუფალი სტილის სამოსზე შეაჩერა არჩევანი.

ქორწილის სტუმრებს შორის არაერთი პოპულარული ადამიანი იყო, მათ შორის, მარიტა ჯანაშიას მამიდა, მარი ჯანაშია.
💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან
დაათვალიერეთ ფოტოები:









წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანიაში გაიცნო, სადაც დილის გადაცემა მიჰყავდათ. მარიტას და თემოს საზოგადოება კარგად იცნობს. ცნობილ მოდელსა და პოპულარულ მომღერალს წარსულში საინტერესო სასიყვარულო ურთიერთობები ჰქონდათ, რომელიც წლებს ითვლიდა.
მარიტა ჯანაშიასა და ნიკო გომელაურის ვაჟის ჯეჯი გომელაურის სასიყვარული ისტორია შვიდ წლის განმავლობაში გრძელდებოდა. რამდენიმე თვის წინ მარიტამ ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში დაშორების შესახებ პირველად ისაუბრა.
მიზეზად კი ის დაასახელა, რომ წყვილმა ამდენი წლის მანძილზე ცალკე ცხოვრება ვერ შეძლო. მარიტა და ჯეჯი თეატრალურ უნივერსიტეტში ჯგუფელები იყვნენ.
💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან
საინტერესო სასიყვარული ისტორია ჰქონდა თემო საჯაიასაც, რომელიც თითქმის ქორწილამდე მივიდა. მომღერალი ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ ბალერინა ნინა სამადაშვილს დაშორდა, რომელზე დაქორწინებასაც კი აპირებდა.
ambebi.ge

No comments:
Post a Comment