Sunday, August 30, 2020

"მივხვდი, რომ შენი ბედნიერებით ყველა არ ხარობს...ამის გაანალიზების შემდეგ, თითქოს ჩავიკეტე" - ლელა მებურიშვილი სიყვარულზე, შვილებსა და ბავშვობის ოცნებებზე

 


"დი­ლით ჩემ­მა შვი­ლებ­მა ძილ­ში სი­ცი­ლი და­ი­წყეს. სა­ო­ცა­რია, ერ­თმა და­ი­წყო და მე­ო­რე აჰ­ყვა. ვუ­ყუ­რებ­დი და სას­წა­უ­ლი შეგ­რძნე­ბა მქონ­და", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი. რა არის მის­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა, ვის მი­უ­ძღვის ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მის წარ­მა­ტე­ბა­ში. რას თვლის თა­ვის სუსტ მხა­რედ და რა ის­წავ­ლა სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ 💥💥   

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- 1983 წლის 22 სექ­ტემ­ბე­რი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...ექი­მი. მამა ექი­მია და რო­გორც ჩანს, ჩემ­ზე ეს ფაქ­ტო­რი მოქ­მე­დებ­და. მქონ­და პა­ტა­რა თეთ­რი ხა­ლა­თი, ექი­მის ხელ­სა­წყო­ე­ბი, რე­ცეპ­ტის ფურ­ცლე­ბი... მოკ­ლედ, "ექი­მო­ბა­ნას" ვთა­მა­შობ­დი. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, სულ მინ­დო­და მსა­ხი­ო­ბო­ბაც. ზა­ფხუ­ლო­ბით, როცა არ­და­დე­გე­ბი მე­წყე­ბო­და, და­სას­ვე­ნებ­ლად სა­დაც უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ყველ­გან სპექ­ტაკ­ლებს ვდგამ­დი, ხან ბა­ლე­რი­ნა ვი­ყა­ვი, ხან თო­ჯი­ნებს ვა­თა­მა­შებ­დი. 12 წლი­დან "ბე­რი­კებ­ში" და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი, მერე ცი­ცი­ნო კო­ბი­აშ­ვი­ლი გა­ვი­ცა­ნი, ის მა­შინ თე­ატ­რა­ლუ­რის სტუ­დენ­ტი იყო, მე და ჩემს ძმას სა­კურ­სო და სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლებ­ში გვა­კა­ვებ­და. ამ სპექ­ტაკ­ლებს მერე ლექ­ტო­რე­ბი ნა­ხუ­ლობ­დნენ და და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბის მოს­მე­ნა ძა­ლი­ან მხიბ­ლავ­და, სტი­მულს მაძ­ლევ­და. ერთი პე­რი­ო­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბა­საც ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ ამ ჯა­დოს­ნუ­რი აუ­რი­დან გა­მოს­ვლა ვე­ღარ შევ­ძე­ლი.

💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...ჯი­უ­ტი­აო. ეს თვი­სე­ბა გარ­კვე­უ­ლი დო­ზით მარ­თლაც მაქვს. ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ჩემი პრინ­ცი­პე­ბი მქონ­და. იმ თე­მა­ზე, რაც ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, არა­ნა­ირ კომ­პრო­მის­ზე არ მივ­დი­ო­დი. აზრს ვერ შე­მაც­ვლე­ვი­ნებ­და მოდა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი, უმ­რავ­ლე­სო­ბის ხმა და ა.შ. ეს თვი­სე­ბა დღე­საც მაქვს. მა­გა­ლი­თის­თვის გე­ტყვი, ის უსარ­გებ­ლო საკ­ვე­ბი, რომ­ლის მი­ღე­ბაც ბავ­შვის­თვის არ შე­იძ­ლე­ბა, ჩემ­მა შვი­ლებ­მა არ მინ­და მი­ი­ღონ, არ მინ­და გვი­ან და­ი­ძი­ნონ. არ მინ­და გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი არ­სე­ბობ­დეს, ამას ყო­ველ­თვის ჯი­უ­ტად გა­ვი­ტან და ზუს­ტად ვიცი, ასე რა­ტომ ვიქ­ცე­ვი.

- ჩემი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა...

- ...წარ­მა­ტე­ბა ძა­ლი­ან ზო­გა­დი სი­ტყვაა. ვი­ღა­ცის­თვის ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა სრუ­ლე­ბით არ არის წარ­მა­ტე­ბუ­ლი და შე­საძ­ლოა, ვი­ღა­ცას ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლად მი­ვაჩ­ნდე. თე­ატ­რა­ლურს რომ ვამ­თავ­რებ­დი, თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ში ვთა­მა­შობ­დი. კარგ სპექ­ტაკლში მთა­ვარ როლს ვას­რუ­ლებ­დი. მა­შინ სამ­წუ­ხა­როდ, მსა­ხი­ო­ბე­ბი თე­ატ­რი­დან პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი ვერ ხდე­ბოდ­ნენ. სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე რამ­დე­ნი­მე ჩემი ასა­კის მსა­ხი­ო­ბი, გუ­და­ურ­ში წა­ვე­დით. იქ სას­ტუმ­რო­ში სა­დი­ლო­ბი­სას, ვი­ღა­ცამ მიც­ნო, - ეს ის გოგო არ არის, სპექ­ტაკლში რომ თა­მა­შობს, რო­გორ მომ­წონ­სო. ძა­ლი­ან მე­სი­ა­მოვ­ნა. სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბა იყო.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...დე­ი­და­ჩემს, რო­მელ­მაც "ბე­რი­კებ­ში" მი­მიყ­ვა­ნა; ჩემს მშობ­ლებს, რომ­ლე­ბის­გა­ნაც მუ­დამ მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ­დი და ვგრძნობ. მათ თა­ვის დრო­ზე, ჩემი თე­ატ­რა­ლურ­ში ჩა­ბა­რე­ბაც არ გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბი­ათ, არა­და, მსგავ­სი შემ­თხვე­ვა მშო­ბელ­თა მხრი­დან ხში­რი იყო. ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ჩემს მე­უღ­ლეს. წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლის­თვის მე­უღ­ლის მხარ­და­ჭე­რა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, მით უმე­ტეს, ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში. ხში­რად გა­მი­გია, გა­და­ღე­ბა­ზე გვი­ა­ნო­ბამ­დე შე­მორ­ჩე­ნილ მსა­ხი­ო­ბებს რო­გორ ურე­კა­ვენ მე­უღ­ლე­ე­ბი და საყ­ვე­დუ­რო­ბენ, აღარ მო­დი­ხა­რო? ჯერ შენ თა­ვად ნერ­ვი­უ­ლობ, რომ გა­და­ღე­ბა­ზე გვი­ა­ნო­ბამ­დე შერ­ჩი და და­მა­ტე­ბით ოჯა­ხის წევ­რის ნერ­ვი­უ­ლო­ბა რთუ­ლია. ჩემი მე­უღ­ლე ამას ჯან­სა­ღად უდ­გე­ბა. ზოგ­ჯერ თა­ვად ვწუ­წუ­ნებ,

- სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე ვის­წავ­ლე...

- ...ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლის დროს, ყვე­ლა ვინც გა­მი­ღი­მებ­და, თბილ სი­ტყვას მე­ტყო­და, მე­გო­ნა, ჩემ­და­მი ყვე­ლა და­დე­ბი­თად იყო გან­წყო­ბი­ლი, მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და და ჩემი წარ­მა­ტე­ბა ახა­რებ­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მივ­ხვდი, ეს ასე არ არის, შენი ბედ­ნი­ე­რე­ბით ყვე­ლა არ ხა­რობს. ამის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შემ­დეგ, თით­ქოს ჩემს ნა­ჭუჭ­ში ჩა­ვი­კე­ტე. ადა­მი­ა­ნებს, ისი­ნი ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლე­ბი თუ არ არი­ან, ემო­ცი­ებს ნაკ­ლე­ბად ვუ­ზი­ა­რებ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც არ ვაქ­ტი­უ­რობ. არ ვთვლი, რომ ეს კარ­გი თვი­სე­ბაა ...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

 

No comments:

Post a Comment