Sunday, August 23, 2020

"თამუნას ორგანიზმში აღმოჩნდა კლოფელინი, რომელიც ადამიანს თიშავს... ასევე მის მანქანაში ნაპოვნია ბოთლი" - ადვოკატი ახალ დეტალებს ამხელს

 

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში იმ­ყო­ფე­ბა, აცხა­დებს, რომ ბოთ­ლში, რო­მე­ლიც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მან­ქა­ნა­ში იპო­ვეს გარ­კვე­უ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი იყო გახ­სნი­ლი.

ად­ვო­კა­ტი ახალ გა­რე­მო­ე­ბა­ზე სა­უბ­რობს და გა­მომ­ძი­ებ­ლებს ხვდე­ბა.

"ბოთლს, რო­მელ­საც ჩა­უ­ტარ­და ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა აღ­მო­ჩე­ნი­ლია დოქ­სი­ლა­მი­ნის და კარ­დო­ლაქ­სის წვე­თე­ბი, რაც ნიშ­ნავს, რომ ბოთ­ლი გახ­სნი­ლია და შიგ­ნით არის მო­თავ­სე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი. თვი­თონ ეს დოქ­სი­ლა­მი­ნი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი მე­დი­კა­მენ­ტია, რო­გორც ჩანს, მოხ­და მე­დი­კა­მენ­ტის ბოთ­ლში გახ­სნა.

 💥💥 რეგისტრაცია სასურველი საგნების შესასწავლად, ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ 

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ თა­მუ­ნას ორ­გა­ნიზ­მში აღ­მო­აჩ­ნდა კლო­ფე­ლი­ნი. კლო­ფე­ლინს ტოქ­სი­კო­ლო­გე­ბი ჟარ­გონ­ზე ეძა­ხი­ან "კონ­ტროლს", რო­მე­ლიც ადა­მი­ანს თი­შავს.

ავ­ტო­მო­ბილ­შიც კი არ არის აღ­მო­ჩე­ნი­ლი კლო­ფე­ლი­ნის არა­ნა­ი­რი შუშა ან რამე მსგავ­სი. ეს კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს იმას, რომ არა­ნა­ირ თვით­მკვე­ლო­ბა­ზე არ არის სა­უ­ბა­რი“,-გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა.

💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან

ამას­თან, გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და ექ­სპერ­ტი­ზის შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნა. მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ექ­სპერ­ტი­ზის შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნის თა­ნახ­მად, გარ­დაც­ვლი­ლის ორ­გა­ნიზ­მში, ალ­კოჰო­ლუ­რი, ნარ­კო­ტი­კუ­ლი, ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი და ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ არის. თუმ­ცა აღ­მო­ჩე­ნი­ლია 4 სა­ხის მე­დი­კა­მენ­ტი.

"ეს არის შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ორ­გა­ნიზ­მში, კუჭ­ში, ღვიძ­ლში, ნაღ­ვლის ბუშ­ტში, ნაწ­ლავ­ში თურკმელ­ში არ არის არა­ნა­ი­რი ალ­კოჰო­ლი, არ არის არა­ნა­ი­რი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი, ტოქ­სი­კუ­რი ან სხვა ნივ­თი­ე­რე­ბის კვა­ლი. აღ­მო­ჩე­ნი­ლია 4 სა­ხის მე­დი­კა­მენ­ტი, მაგ­რამ ეს რა რა­ო­დე­ნო­ბი­თაა და­უდ­გე­ნე­ლია. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წამ­ლე­ბია", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5 - დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

amgebi.ge

 

No comments:

Post a Comment