Sunday, August 23, 2020

"მგზავრები ექსკურსიაზე ყოფილან შატილში, მათ შორის არიან მცირეწლოვნებიცო" - რას ჰყვება შატილის მკვიდრი უმძიმეს ავარიაზე

 

"მგზავ­რე­ბი ექ­სკურ­სი­ა­ზე ყო­ფი­ლან შა­ტილ­ში, მათ შო­რის არი­ან მცი­რე­წლოვ­ნე­ბი­ცო..." - რას ჰყვე­ბა შა­ტი­ლის მკვიდ­რი უმ­ძი­მეს ავა­რი­ა­ზე

შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 12 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, 3 ადა­მი­ა­ნი კი მძი­მედ და­შავ­და.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი კლდო­ვან ფერ­დობ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 80 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და.

 💥💥 რეგისტრაცია სასურველი საგნების შესასწავლად, ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ  

"112"-ში შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ბი­სოს სი­ახ­ლო­ვეს, შა­ტი­ლის გზა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და, რის შე­დე­გა­დაც მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი გა­და­ვარ­და კლდო­ვან ფერ­დობ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 80 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან.

შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფის მო­ბი­ლი­ზე­ბა. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­პატ­რუ­ლო და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბი, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ველ­თა ჯგუ­ფე­ბი და სა­მაშ­ვე­ლო ტექ­ნი­კა. ად­გილ­ზე, ასე­ვე, იმ­ყო­ფე­ბი­ან სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფე­ბიც.

💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან

სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა ნორ­მის დაც­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი რთუ­ლი რე­ლი­ე­ფუ­რი და მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ას უწყვეტ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძო­ბენ" - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

AMBEBI.GE-ს შა­ტი­ლის მკვიდ­რი, მი­ხე­ილ ჭინ­ჭა­რა­უ­ლი უყ­ვე­ბა, რომ სა­მარ­შრუ­ტო მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში 15 მგზავ­რი იჯდა და სა­ვა­რა­უ­დოდ, არც ერთი არ გა­დარ­ჩე­ნი­ლა.

"მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ნაწ­ვი­მარ­ზე მოს­რი­ა­ლე­ბუ­ლა და ხევ­ში გა­და­ვარ­დნი­ლა. სო­ფელ ბი­სოს რომ გაც­დე­ბი, იქ ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო მო­სახ­ვე­ვია, მძღოლს ვერ მო­უხ­ვე­ვია და პირ­და­პირ ხევ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 300-400 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ჩე­ხი­ლან.

ამ­ბო­ბენ, რომ მგზავ­რე­ბი ექ­სკურ­სი­ა­ზე ყო­ფი­ლან შა­ტილ­ში და მათ შო­რის არი­ან მცი­რე­წლოვ­ნე­ბიც. ჯერ ზუს­ტად არა­ვინ იცის და არაა დად­გე­ნი­ლი, ვინ არი­ან მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მგზავ­რე­ბი" - ამ­ბობს ჭინ­ჭა­რა­უ­ლი.

 

ambebi.ge

 

No comments:

Post a Comment