Tuesday, September 1, 2020

გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც 100%-იანი დაფინანსება მიიღეს - "სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი არ იქნებოდა გამოცდებზე წარმატებისთვის"

 


შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრმა დღეს ჩა­რი­ცხვე­ბი­სა და გრან­ტის გა­ნა­წი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა. 2020 წელს უმაღ­ლეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სწავ­ლას 29 614 აბი­ტუ­რი­ენ­ტი გა­აგ­რძე­ლებს. სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტი 6550-მდე გა­მო­საც­დელ­მა მო­ი­პო­ვა, ამათ­გან 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღო 1000-ზე მეტ­მა, 70%-იანი და­ფი­ნან­სე­ბა - 1500-მდე, 50%-იანი გრან­ტი კი 4000-ზე მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა და­იმ­სა­ხუ­რა. Mshoblebi.ge 100%-იანი გრან­ტით ჩა­რი­ცხულ რამ­დე­ნი­მე აბი­ტუ­რი­ენტს გა­ე­სა­უბ­რა:

ნა­ნუ­კა მუშ­კუ­დი­ა­ნი:

- ქუ­თა­ი­სის 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლა და­ვამ­თავ­რე და ჩა­ვი­რი­ცხე აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ინ­გლი­სურ ფი­ლო­ლო­გი­ა­ზე. ქარ­თულ­ში 70/64, ინ­გლი­სუ­რი 80/75, ის­ტო­რი­ა­ში 60/55 ქულა ავი­ღე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, 100%-იან გრანტს თუ ვერა, 70-იანს მა­ინც ვფიქ­რობ­დი. ბო­ლომ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, რომ 100%-იანს ავი­ღებ­დი. სა­მი­ვე სა­გან­ში ვემ­ზა­დე­ბო­დი რე­პე­ტი­ტორ­თან.

💢💢 რომელ უნივერისტეტებში მოხვდნენ განათლების სახლის კურსდამთავრებულები   - იხილეთ ფოტოალბომი

- რო­გო­რი მო­ლო­დი­ნე­ბი გაქვს? რას გვე­ტყვი სკო­ლა­ში მი­ღე­ბულ ცოდ­ნა­ზე?

- მე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ეს წარ­მა­ტე­ბა გა­ვა­მარ­თლო და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენ­ტად ვიქ­ცე, ამი­ტომ მო­ლო­დი­ნე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად კარ­გი მაქვს. ჩემი აზ­რით, მხო­ლოდ ერთი წლით რე­პე­ტი­ტო­რებ­თან სი­ა­რუ­ლით, ამ შე­დე­გის მიღ­წე­ვა გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. სკო­ლა­ში მი­ღე­ბულ­მა ცოდ­ნამ და ჩემ­მა აქ­ტი­უ­რო­ბამ კი გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ ეს წელი არ იყო ჩემ­თვის და­ძა­ბუ­ლი და უფრო ად­ვი­ლად მი­ვაღ­წიე სა­სურ­ველ შე­დეგ­საც.

💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ 💥💥  

მარი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი:

- და­ვამ­თავ­რე თბი­ლი­სის 129-ე სა­ჯა­რო სკო­ლა. ჩა­ვი­რი­ცხე თბი­ლი­სის ივა­ნე ჯვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. ქარ­თულ­ში - 68, ზო­გად უნა­რებ­ში - 68, უცხო ენა­ში - 80, ის­ტო­რი­ა­ში კი - 53 ქულა ავი­ღე. რე­პე­ტი­ტო­რებ­თან ვემ­ზა­დე­ბო­დი და ქუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მო­ლო­დი­ნიც მქონ­და, რომ სრულ და­ფი­ნან­სე­ბას მო­ვი­პო­ვებ­დი.

💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან

- რო­გორ შე­ფა­სებთ სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბის დო­ნეს, რომ არა რე­პე­ტი­ტო­რე­ბი, გა­გი­ჭირ­დე­ბო­დათ ამ შე­დე­გის მიღ­წე­ვა?

- ვფიქ­რობ, დიახ. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბო­და, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ასე წარ­მა­ტე­ბით ჩა­სა­ბა­რებ­ლად.

100-იანი გრან­ტით ჩა­ი­რი­ცხა "თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვისრსი­ტეტ­ში" ელექტრო და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ზუკა შა­ყუ­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც კერ­ძო სკო­ლა "ბრი­ტა­ნი­კის" კურ­სა­დამ­თავ­რე­ბუ­ლია. მა­თე­მა­ტი­კა­ში 59 ქუ­ლი­დან 59 აიღო. ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში - 70-დან 69, ხოლო ინ­გლი­სურ­ში 77 ქუ­ლის აღე­ბა შეძ­ლო. თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ელექტრო და კომ­პი­უ­ტე­რულ ინ­ჟი­ნე­რი­ა­ზე ჩა­ა­ბა­რა. ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ცოტა ხნის წინ ამ­ბობ­და, რომ კმა­ყო­ფი­ლი იყო შე­დე­გე­ბით. "მე­ცა­დი­ნე­ო­ბა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის ძა­ლის­ხმე­ვა, რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მათი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წევ­დი". წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

 

ambebi.ge

 

 

 

No comments:

Post a Comment