შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ 90-იან წლებში ლეგენდარული მუსიკოსი, რეი ჩარლზი თბილისს სტუმრობდა. არქივში აღნიშნულის დამადასტურებელი ვიდეომასალაც ინახება.
💢💢 რომელ უნივერისტეტებში მოხვდნენ განათლების სახლის კურსდამთავრებულები - იხილეთ ფოტოალბომი
რეი ჩარლზი ქვეყნის მაშინდელ პირველ პირებსაც შეხვდა, მათ შორის, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს. "ფეისბუქ" გვერდი The Eduard Shevardnadze Center რეი ჩარლზისა და შევარდნაძის შეხვედრის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.
💥💥
სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო
გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი
სურვილისამებრ 💥💥
"თქვენ არ გვიცნობთ, მაგრამ ჩვენ გიცნობთ. მე აუცილებლად დავესწრები თქვენს კონცერტს. ზოგიერთი მეუბნება, რა პრეზიდენტი ხარ, ბილეთს ვერ მიშოვიო", - ასე მიმართა შევარდნაძემ რეი ჩარლზს. ასევე მუსიკოსს საქართველოს ისტორიის შესახებ უამბო და უთხრა, რომ ბრძოლების დროს ქართველებს იარაღი ყოველთვის ცოტა ჰქონდათ და მუსიკით იყვნენ შეიარაღებულნი.
💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან
"ჩემს მეგობრად გთვლით", - უთხრა რეი ჩარლზმა პრეზიდენტს და მუსიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"მე არ მგონია, რომ სხვა რამეს შეეძლოს ისე გააერთიანოს ხალხი, როგორც მუსიკას. მუსიკა ადამიანების ყველაზე უფრო დიდი გამაერთიანებელია", - თქვა ლეგენდარულმა მუსიკოსმა.
ambebi.ge

No comments:
Post a Comment