საბავშვო ბაღები საქართველოში 1-ლი ოქტომბრიდან გაიხსნება. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი და უკვე გამოქვეყნდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რისი გათვალისწინებაც მოუწევთ საბავშვო ბაღების თანამშრომლებს, აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს.
💢💢 რომელ უნივერისტეტებში მოხვდნენ განათლების სახლის კურსდამთავრებულები - იხილეთ ფოტოალბომი
ბაღებისთვის შემუშავებული წესების ნაწილი კი ასე გამოიყურება:
- არ დაუშვათ საბავშვო ბაღის შენობაში გარეშე პირების (მათ შორის მშობელთა/მეურვეთა) შესვლა.
- ბავშვების მიღება განხორციელდეს ბაღის თანამშრომლის მიერ;
- დაწესებულების შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც პერსონალის, ასევე, ბავშვებისა და მათი მშობლების/მეურვეების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტემპერატურის გაზომვით;
- 💥💥
სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო
გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი
სურვილისამებრ 💥💥
- პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს ვალდებულია ეკეთოს პირბადე და იცავდეს არანაკლებ 1 მეტრიან დისტანციას;
- უზრუნველყავით სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
- საიზოლაციო ოთახში მყოფ ყველა 6 წელზე მეტი ასაკის პირს უნდა ეკეთოს პირბადე, დაცული უნდა იყოს 1 მეტრიანი დისტანცია და ბავშვები არ უნდა რჩებოდნენ მეთვალყურეობის გარეშე;
- შეადგინეთ გეგმა ჯგუფების ოთახებისა და ოთახებში ბავშვების რაოდენობის შესახებ;
- 💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან
- შეიმუშავეთ საერთო სივრცეში (ეზო, დარბაზი და ა.შ.) ბავშვების გაყვანის გრაფიკი იმგვარად, რომ კონკრეტულ დროის მონაკვეთში სათამაშო მოედანზე ან სხვა საერთო სივრცეში ბავშვების მცირე ჯგუფმა ითამაშოს/დაისვენოს;
- აკრძალეთ სახლიდან სათამაშოების მოტანა;
- ხმარებიდან ამოიღეთ ისეთი სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფიცირება ვერ ხერხდება;
- უზრუნველყავით საძინებლებში ბავშვების საწოლების ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით განლაგება იმგვარად, რომ ბავშვები წოლის დროს სახით ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ;
- სათამაშოები უნდა გაირეცხოს ყოველდღიურად წყლით, ჯაგრისით, საპნით ან საკვები სოდის 2%- იანი ხსნარით.
- bpn.ge

No comments:
Post a Comment