ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, სასტუმრო „ოაზისში“ ეპიდემიოლოგიური კვლევა დაწყებულია და შედეგების მიხედვით სასტუმროში მყოფი 400-მდე ექიმი, რომლებიც კონფერენციას ესწრებოდნენ, კარანტინსა და თვითიზოლაციაში გადანაწილდება.
💢💢 რომელ უნივერისტეტებში მოხვდნენ განათლების სახლის კურსდამთავრებულები - იხილეთ ფოტოალბომი
„400-მდე ექიმი ესწრებოდა ამ კონფერენციას, კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ-ერთ ექიმს, რომელიც „ავერსის“ ქსელის კლინიკის წარმომადგენელია, თუმცა ეს არ უკავშირდება ამ ეტაპზე „ავერსის“ ქსელში ინფექციის გავრცელებას. წყარო დადგენილია, ჩვენ სასტუმრო „ოაზისში“ დავიწყეთ მყისიერი გამოკვლევა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან საუბარში, წყალტუბოში დევნილებისათვის ბინების გადაცემის ცერემონიალის პარალელურად.
💥💥
სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო
გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი
სურვილისამებრ 💥💥
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა მოუწოდა ყველას, ვინც აჭარიდან შინ ბრუნდება, მიმართოს თვითიზოლაციას, ნებისმიერი სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში კი დარეკოს ცხელ ხაზზე, 112-ში.
2 სექტემბერს, ჩაქვში მდებარე სასტუმრო „ოაზისში“ კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში 38-ით გაიზარდა კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო-მაღაზია "დონას" კლასტერს განეკუთვნება.
კაფე-საკონდიტრო "დონას" მეორე ფილიალი დღეს 2 სექტემბერს დაიხურა. 31 აგვისტოს დაიხურა კაფეს ერთი ფილიალი, მას შემდეგ, რაც იქ მომუშავე გამყიდველ-კონსულტანტს ვირუსი გამოუვლინდა. ვირუსი დაუდგინდა ერთ-ერთ მეპატრონეს, რომელიც მუშაობდა საკონდიტრო კაფეში. ამ მიზეზით გუშინ თვითიზოლაციაში 50-ზე მეტი პირი გადავიდა. მათ კონტაქტი ჰქონდათ კაფე-საკონდიტროს ინფიცირებულ თანამშრომელთან. ამ კლასტერში უკვე ინფიცირებული 22 ადამიანია.
2 სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით სულ ინფიცირებულია 1548 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 1270, ხოლო გარდაცვლილია - 19.
არსებული ვითარების მიუხედავად, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის.
radiotavidupleba.ge

No comments:
Post a Comment