ანუკი არეშიძის სტილი ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა. გასულ უქმეეებზე დიზაინერი მეგობრის, ნინა დოლიძის ქორწილს სტუმრობდა. ქორწილისთვის ულამაზესი დეკორაცია შექმნეს და შთამბეჭდავი დღესასწაული მოაწყვეს. სტუმრებს შორის იყვნენ ლალო დოლიძე, ნინო ელიავა, ნინა ზარქუა და სხვები. ტრადიციულად, განსაკუთრებული ყურადღება ანუკი არეშიძემ და მისმა კაბამ მიიპყრო.
💢💢 რომელ უნივერისტეტებში მოხვდნენ განათლების სახლის კურსდამთავრებულები - იხილეთ ფოტოალბომი
დიზაინერმა შეგვაჩვია, რომ ყოველი ახალი გამოჩენის დროს ულამაზესი სამოსი აცვია, რომელსაც საკუთარ განსაკუთრებულ ხელწერას ატყობს. გამონაკლისი არც ეს კაბა ყოფილა, რომელსაც სოციალურ ქსელში უკვე უწოდეს „ოცნების გაბა“.
💥💥
სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო
გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი
სურვილისამებრ 💥💥
ანუკიმ არჩევანი საკუთარი დიზაინით შექმნილ ვარდისფერ სამოსზე შეაჩერა, კაბას როგორც სექსუალური, ასევე ქალური და რომანტიკული ელფერი აქვს. ეს არის სამოსი, რომელშიც ყველაფერი ერთადაა კომბინირებული. კარგადაა გამოკვეთილი სხეულის ქალური სილუეტი და კაბის უკანა ნაწილი ზურგზე ამოჭრილია.
💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან


დიზაინერმა ვიზუალის შესახებ აზრი „ინსტაგრამზე“ გამომწერებს ჰკითხა. ანუკის სტილმა საერთო ჯამში აღფრთოვანება დაიმსახურა და უამრავი კომპლიმენტი მიიღო. გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ მას კლასიკური სტილი ძალიან უხდება: „საოცარი და ფერადი ქალი ხარ“; „ულამაზესი თავად და კაბაც ხომ საოცრება“ – ანუკის ახალი ფოტოების ქვეშ ამ და მსგავსი შინაარსის არაერთ კომენტარს წაიკითხავთ.






No comments:
Post a Comment