“ტვ პირველის” ჟურნალისტს ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანიამ გაავრცელა.
💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ 💥💥
მოგვიანებით კი თავად ჟურნალისტმა “ფეისბუქის” პირად გვერდზეც დაადასტურა.
“მეგობრებო და ჩემო კოლეგებო, გიდასტურებთ. უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია ამდენ ზარს და შეტყობინებას ვუპასუხო. თავს კარგად ვგრძნობთ, მხოლოდ ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში გვქონდა მჭიდრო კონტაქტი.
აუცილებლად უნდა მოხდეს ამ კონტაქტების კვლევა. როგორც კი საეჭვო სიმპტომები გამოგვივლინდა დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები.
წყარო სრულიად უცნობია. არანაირ საეჭვო კლასტერთან არ გვქონია კავშირი. ვეცდებით ესეც გამოვარკვიოთ.
მადლობა ყველას”, – წერს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ რომ ვიკა ბუკია პარლამენტარ ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლეა, რომელსაც ასევე დაუდასტურდა kovid19.
plus.kvira.ge

No comments:
Post a Comment