Thursday, September 10, 2020

ამირან გამყრელიძე მშობლებსა და სკოლების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებით მიმართავს

 


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მშობლებსა და სკოლების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებით მიმართავს.

💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ 💥💥   

როგორც გამყრელიძე აცხადებს, ბავშვი, რომელსაც ტემპერატურა ან სხვა რესპირატორული სინდრომი ექნება, მშობელმა სკოლაში არ უნდა გაუშვას, ამასთან, სკოლის ხელმძღვანელებმა უნდა გააკონტროლონ, რომ სკოლებში მუდმივი თერმოსკრინინგი ჩატარდეს.

💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან

„განსაკუთრებით ახლა, როდესაც ერთ კვირაში მობილობა გაიზრდება ქვეყანაში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, მივმართავ მშობლებს, სკოლაში არავითარ შემთხვევაში არ გაუშვან ბავშვი, ვისაც ტემპერატურის მატება ან რამე რესპირატორული სინდრომი ექნებთ, დარეკონ 112-ზე და ექიმის კონსულტაციით მართონ შემთხვევა. ასევე, სკოლის ხელმძღვანელებს მივმართავ, იყოს მუდმივი თერმოსკრინინგი და მომატებული ტემპერატურით ბავშვი სკოლაში დაშვებული არ იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა გამყრელიძემ.

💢💢 რომელ უნივერისტეტებში მოხვდნენ განათლების სახლის კურსდამთავრებულები   - იხილეთ ფოტოალბომი 

რაც შეეხება უმაღლეს საწავლებლებს, ამირან გამყრელიძის მთავარი რეკომენდაციია, რომ როგორც ლექტორებმა, ასევე სტუდენტებმა პირბადე ატარონ.

„ამავე დროს, ზოგადი რეკომენდაციებია, რომ უნდა მუშავდებოდეს და სველი წესით ყოველდღიურად ლაგდებოდეს სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები. ტარდებოდეს პერიოდული დეზინფექცია, ხდებოდეს დისტანციის დაცვა სწავლების პროცესში. სადაც შეიძლება დისტანციური სწავლებით ჩანაცვლება, ჰიბრიდული მოდელის უფრო ფართოდ გამოყენება აუცილებელია, რომ თავი დავიზღვიოთ დიდი მობილობის პროცესში, როდესაც ერთად 120-130 სტუდენტი უნივერსიტეტებში და 3-ჯერ მეტი მოსწავლე წავა სკოლებში, თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელების ინტენსიფიკაცია ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ipn.ge

No comments:

Post a Comment