Monday, August 31, 2020

[PHOTO] დიდი წვეულება წყნეთში!.. რას აღნიშნავდნენ კალაძე, კობიაშვილი, ამისულაშვილი?..

 


საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრე ამისულაშვილი 20 აგვისტოს 38 წლის გახდა.

ალექსანდრეს მეუღლე ცნობილი დიზაინერი ნინი ზარქუაა. წყვილი ერთად 15 წელია ცხოვრობს.

💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ 💥💥  

გადაწყვიტეს ორი მნიშვნელოვანი თარიღი გაეერთიანებინათ და 15 წლის თანაცხოვრება და დაბადების დღე წყნეთში, საკუთარ აგარაკზე აღნიშნეს.

წვეულებაზე იმყოფებოდნენ ყოფილი ფეხბურთელები, მათ შორის, "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი და თბილისის ამჟამინდელი მერი კახი კალაძე.

წვეულებაზე ასევე იმყოფებოდა "ქართული ოცნების" გლდანის მაჟორიტარი, ყოფილი ფეხბურთელი და სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, საკრებულოს წევრი ირაკლი ზარქუა.

დედაქალაქის მერი წვეულებაზე მარტო, მეუღლის გარეშე მივიდა.

💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან

ცნობისთვის, კარიერის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ამისულაშვილმა ბიზნესში გადაინაცვლა.

 

lelo.ge

 

1 - ლი სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება - თანხები პენსიონერების ანგარიშებზე წინასწარ შედგენილი გრაფიკით ჩაირიცხება

 


სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და ლი­ბერ­თი ბან­კის ერ­თობ­ლი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვით, 1 სექ­ტემ­ბრი­დან შე­იც­ვლე­ბა პენ­სი­ის გა­ცე­მის წესი, რაც გუ­ლის­ხმობს რომ ყო­ვე­ლი თვის 14 რი­ცხვის ნაც­ვლად სა­პენ­სიო თან­ხე­ბი პენ­სი­ის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბის ან­გა­რი­შებ­ზე ჩა­ი­რი­ცხე­ბა წი­ნას­წარ შედ­გე­ნი­ლი გრა­ფი­კის მი­ხედ­ვით, ყო­ვე­ლი თვის 1-დან 14 რი­ცხვამ­დე, ერთ კონ­კრე­ტულ თა­რიღ­ში და მო­მა­ვალ­შიც ამ თა­რიღ­ში გა­აგ­რძე­ლე­ბენ პენ­სი­ის მი­ღე­ბას.

💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ 💥💥  

ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია გა­და­ნა­წილ­დეს ასა­კო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­კა­დი პენ­სი­ის ჩა­რი­ცხვის თა­რი­ღებ­ში, იმი­სათ­ვის რომ მათ მი­ი­ღონ სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბა კი­დევ უფრო კომ­ფორ­ტულ და უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაც­ვა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის მო­მა­ტე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის­გან. შე­სა­ბა­მი­სად, 1 - ლი სექ­ტემ­ბრი­დან პენ­სი­ის მიმ­ღებ სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს პენ­სია ჩა­ე­რი­ცხე­ბა სა­კუ­თარ ან­გა­რიშ­ზე ყო­ველ თვეს ერთი და იგი­ვე თა­რიღ­ში. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­რი­ღის გა­გე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ვებ გვერ­დზე www.myliberty.ge, ლი­ბერ­თის ნე­ბის­მი­ერ ბან­კო­მატ­სა და სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით, ცხელ ხაზ­ზე 032 255 55 00 ან ლი­ბერ­თის ნე­ბის­მი­ერ სერ­ვის ცენ­ტრში.

💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან

რაც შე­ე­ხე­ბა რე­გი­ო­ნებ­სა და სოფ­ლებს, სა­დაც არ არის ლი­ბერ­თის სერ­ვის ცენ­ტრე­ბი, ყო­ვე­ლი თვის 14 რი­ცხვი­დან ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა ლი­ბერ­თი ექ­სპრე­სის მო­ბი­ლუ­რი ბან­კი და შე­სა­ბა­მი­სი გრა­ფი­კე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­სა და გამ­გე­ო­ბებ­ში. მა­გა­ლი­თად, თუ სექ­ტემ­ბერ­ში პენ­სია ჩა­ი­რი­ცხა 3 რი­ცხვში - გაგ­ძელ­დე­ბა ჩა­რი­ცხვა ყო­ვე­ლი თვის 3 რი­ცხვში, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი თუ 3 რი­ცხვი ემ­თხვე­ვა არა სა­მუ­შაო დღეს. პენ­სი­ის მიმ­ღე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ან­გა­რიშ­ზე ჩა­რი­ცხუ­ლი თან­ხის გა­ნაღ­დე­ბას, ან ბა­რა­თით გა­დახ­დებს შეძ­ლე­ბენ ჩა­რი­ცხვის­თა­ნა­ვე. პენ­სი­ის თან­ხით სარ­გებ­ლო­ბა, რო­გორც გა­ნაღ­დე­ბა, ასე­ვე ბა­რა­თით გა­დახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩა­რი­ცხვის თა­რი­ღი­დან ნე­ბის­მი­ერ დროს.

"ამ ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი და და­ცუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნა იყო. ასე­ვე, გვინ­და თი­თო­ე­ულ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს შევ­თა­ვა­ზოთ ღირ­სე­უ­ლი სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბა და მეტი დრო და­ვუთ­მოთ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რი­გე­ბის გან­ტირ­თვა კონ­კრე­ტულ თა­რი­ღებ­ში, ბან­კის სერ­ვის ცენ­ტრებ­ში ნა­კა­დის ეფექ­ტუ­რი გამ­ტა­რო­ბა და მომ­ხმა­რებ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მი­ვი­ღეთ ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა, და­ვი­ნა­ხეთ ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლის მხრი­დან მეტი მიმ­ღებ­ლო­ბა სი­ახ­ლე­ე­ბის, კერ­ძოდ დის­ტან­ცი­უ­რი სა­ბან­კო არ­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და ბა­რა­თით გა­დახ­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ამ სი­ახ­ლე­საც და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სე­ბენ რო­გორც ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბაც", - გა­ნა­ცხა­და ლი­ბერ­თი ბან­კის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ვა­სილ ხო­დელ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, პენ­სი­ის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ბა­რა­თით გა­დახ­დი­სას სარ­გებ­ლო­ბენ სპე­ცი­ლუ­რი ფას­დაკ­ლე­ბე­ბი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით: 70%-მდე ფას­დაკ­ლე­ბა ევექ­სი კლი­ნი­კებ­ში, 20%-მდე ფას­დაკ­ლე­ბა ფარ­მა­დე­პოს აფ­თი­ა­ქე­ბის ქსელ­ში და სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სე­ბი 350-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქტზე ნი­კო­რა სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ­ში მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. სო­ცი­ა­ლურ ბა­რათ­ზე და­რი­ცხუ­ლი პენ­სი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ სა­ვაჭ­რო ობი­ექტსა და აფ­თი­აქ­ში - ყველ­გან, სა­დაც ბა­რა­თით გა­დახ­და არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. სო­ცი­ა­ლუ­რი ბა­რა­თის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია ლი­ბერ­თის ინ­ტერ­ნეტ და მო­ბა­ილ ბან­კის სერ­ვი­სე­ბი.

ambebi.ge

Sunday, August 30, 2020

ცხინვალელი ოსები „სადისტური რეჟიმის“ წინააღმდეგ გამოვიდნენ

 ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული ინალ ჯაბიევის ნაწამები ცხედარი 28.08.2020

რუსეთის მიერ „ცხინვალის რეგიონის“ „დამოუკიდებლობის“ ცნობიდან 12 წლის თავზე, ადგილობრივ რეჟიმს თავად ოკუპირებულ ანკლავში მცხოვრები ოსები „სადისტურ-ფაშისტურს“ და „ქართველებზე უარესს“ უწოდებენ. ოსური საზოგადოების მორიგი აღშფოთება ცხინვალელი ინალ ჯაბიევის სასტიკმა მკვლელობამ გამოიწვია.

💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ 💥💥   

28 წლის ინალ ჯაბიევი, სამი შვილის მამა, ოსურმა ОМОН-მა 26 აგვისტოს დაიჭირა, როცა ცხინვალში „დამოუკიდებლობის“ „აღიარების დღეს“ ზეიმობდნენ. ჯაბიევს შიდასეპარატიტული გარჩევების დროს, ადგილობრივ „შსს მინისტრ“ იგორ ნანიევზე თავდასხმაში დასდეს ბრალი.

სასურველი ჩვენების მისაღებად, ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში, დაკავებულს ორი დღის მანძილზე სასტიკად აწამებდნენ, 28 აგვისტოს ჯაბიევი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ჯაბიევის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს რამდენიმე საათი დასჭირდათ, რომ მორგიდან გარდაცვლილის გვამის გადასვენების უფლება მიეღოთ. ამის უფლებას ОМОН-ი არ აძლევდათ, რომელსაც საავადმყოფო ალყაში ჰქონდა მოქცეული.

💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან

ОМОН-თან დაპირისპირების გამო დააკავეს ჯაბიევის ძმა და კიდევ რამდენიმე ნათესავი. საბოლოოდ, რეჟიმი იძულებული გახდა ცხედარი გადაეცა. მას შემდეგ, რაც გარდაცვლილის ფოტოები სოციალური ქსელით ელვისებურად გავრცელდა, ცხინვალში მძლავრი საპროტესტო ტალღა აგორდა.

სეპარატიტების ლიდერი ანატოლი ბიბილოვი თავის გადარჩენის მიზნით იძულებული გახდა ჯერ „შსს მინისტრი“ ნანიევი მოეხსნა, შემდეგ კი „პრემიერის“ ჩათვლით, ე.წ „მთავრობა“ სრული შემადგენლობით დაეთხოვა. ოკუპირებულ ცხინვალში უკვე ბიბილოვის გადადგომას ითხოვენ. ოსები სოციალურ ქსელში ცხინვალის რეჟიმს „ფაშისტურს“ უწოდებენ

სოციალურ ქსელში ცხინვალელების გამოხმაურება ჯაბიევის მკვლელობაზე
სოციალურ ქსელში ცხინვალელების გამოხმაურება ჯაბიევის მკვლელობაზე
ასეთი მმართვეცმკვ

ალან ცხურბათი: „იქედან გამომდინარე თუ რა ხდება ჩემს პატარა სამშობლოში, ვალდებული ვარ დავადასტურო, რომ 2008 წელს, მაინც ფაშისტებმა გაიმარჯვეს. სხვა შემთხვევაში     რთულია ასეთი ანტიხალხური მოქმედების ახსნა.

ანატოლი ჯუსოევი: „ასეთი მმართველებით, მტრებიც კი არ გვჭირდება, ქართველებზე უარესები არიან.“

ანნა: "აჰა, თქვენ ოსეთის დამოუკიდებლობა", რაც უნდათ იმას სჩადიან, ცხოვრობენ საკუთარი კანონებით და წესებით."

ცხინვალის ე.წ „შსს მინისტრზე" 17 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმის გამო, რა დროსაც ნანიევის ავტომობილს მიტოვებული სახლიდან ესროლეს, ჯაბიევთან ერთად, ОМОН-მა ასევე დააკავა და აწამა ნიკოლოზ (კოტე) ცხოვრებოვი და გერსან ყულუმბეგოვი. სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ცხოვრებოვის ტანზე არსებული დაზიანების ამსახველი ფოტოებიც.

ცხინვალში კიდევ ერთი ნაწამები პატიმარი ნიკოლოზ (კოტე) ცხოვრებოვი
ცხინვალში კიდევ ერთი ნაწამები პატიმარი ნიკოლოზ (კოტე) ცხოვრებოვი

წამების კვალის დაფარვის მიზნით, ცხოვრებოვი გუშინ მცირე ხნით, ცხინვალის საავადმყოფოს რეანიმაციიდან, დაბა ყორნისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, დაკავებულის მდგომარეობა დამძიმდა და ისევ ცხინვალში დააბრუნეს.

მეორე დღეა ოკუპირებულ ცხინვალში სტიქიური მიტინგი არ წყდება, ხალხი ბიბილოვთან ერთად, „ე.წ. „გენერალური პროკურორის“ მოხსნასაც ითხოვს. რეჟიმი დღეს იძულებული გახდა, ცხოვრებოვიც და ყულუმბეგოვიც „გაუსვლელობის ხელმოწერით“ გაეთავისუფლებინათ. ანკლავში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ „საქმეზე“ კიდევ ერთი მოქალაქე გენადი კულაევიც აწამეს.

ამ დროისთვის, ცხინვალში არავინ დაუკავებიათ, "ოსური მილიციის" რვა "თანამშრომელს" კი ფორმალურად უფლებამოსილება შეუწყვიტეს. ცხინვალელი სეპარატისტი ოლეგ თეზიევი, რომელიც 1991-93 წლებში, ანკლავში ე.წ. „პრემიერის“ პოსტს იკავებდა, ჯაბიევის მკვლელობას ასე გამოეხმაურა:

მცხვენია ყველ

„მე მეშინია და მცხვენია. მცხვენია ყველა ჩვენგანის გამო, რომლებმაც ნება მივეცით ჩვენი სახელმწიფოებრიობა ეჭვქვეშ დაეყენებინათ. მცხვენია უმოქმედობის გამო, იმ დროს, როცა ჩვენს თვალწინ ხელისუფლება დიდ საროსკიპოდ გადაიქცა. მცხვენია იმის გამო, რომ ინალ ჯაბიევის წამება დავუშვით“ - წერს ოლეგ თეზიევი.

2018 წელს, ოკუპირებულ ცხინვალში, ანალოგიურად, სასტიკი წამებით მოკლეს საქართველოს მოქალაქე, სოფელ ყანჩავეთიდან დევნილი არჩილ ტატუნაშვილი.

იგი 22 თებერვალს, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს და სწორედ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ტატუნაშვილსაც ჯაბიევის მსგავსად, რამდენიმე საათის მანძილზე აწამებდნენ, იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაყვანის დროს იგი უკვე გარდაცვლილი იყო.

ინალ ჯაბიევის ცხედარი ცხინვალის მორგში
ინალ ჯაბიევის ცხედარი ცხინვალის მორგში

23 თებერვალს მოკლული ტატუნაშვილის ცხედარი რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს, მხოლოდ 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, გადასცა. რუსეთში, დონის როსტოვში ჩატარებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცინიკურ დასკვნაში კი ეწერა, რომ თითქოს „ტატუნაშვილი გულის მწვავე უკმარისობით დაიღუპა და "ღვიძლის ცეროზით და ქრონიკური ჰეპატიტით იყო დაავადებული“.

ოფიციალურმა თბილისმა ტატუნაშვილის ორ მკვლელზე დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევზე ინტერპოლის ხაზით საერთაშორისო ძებნა გამოცხადა, თუმცა ისინი დღემდე ცხინვალის რეჟიმის სამსახურში არიან.

ცხინვალში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვა 2018
ცხინვალში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვა 2018

მანამდე, 2014 წლის ივნისში, ოკუპირებულ ახალგორში, "ოსურმა მილიციამ" დაკითხვის დროს წამებით 19 წლის დავით ბაშარული მოკლა . ცხედარს ოჯახის წევრები და თანასოფლელები 6 თვის განმავლობაში ეძებდნენ, ოკუპანტები კი ოჯახს ცინიკურად არწმუნებდნენ, რომ თითქოს იგი საქართველოს კონტროლირებად ტეროტორიაზე იყო მიმალული.

ოკუპირებულ ახალგორში წამებით მოკლული დავით ბაშარული
ოკუპირებულ ახალგორში წამებით მოკლული დავით ბაშარული

საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმმა ბაშარულის გვამი მხოლოდ 2015 წლის თებერვალში გამოაჩინა, ძლიერ დაზიანებული ცხედარი ოკუპირებული სოფელ დოლიანის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეზე ჩამოკიდეს, იმ "ვერსიის" გასამყარებლად, რომ თითქოს ბაშარულმა თავი მოიკლა.

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში პატიმართა წამების ამსახველი საზარელი ვიდეოკადრები 2019 წლის ოქტომბერში გავრცელდა, კადრებში, კარგად ჩანს, ოსური ОМОН-ის ბოევიკები ადამიანებს ჯგუფურად როგორ სცემენ, თუმცა მაშინ ბიბილოვის რეჟიმმა თავის დაძვრენა მოახერხა და ანკლავში „ძალაუფლება“ შეინარჩუნა.

amerikiskhma.com

 

დაიცავს თუ არა სკოლა და ათასობით მოსწავლე ახალ წესებს?

 


15 სექტემბერს სწავლა ახალი წესებით უნდა დაიწყოს - განათლების სამინისტრომ სკოლებს მისცა თავისუფლება თავად განსაზღვრონ, როგორ შეასრულებენ რეკომენდაციებს და პროცესის კონტროლიც მათვე დააკისრა. თუმცა ერთი თვით ადრე სწავლის დაწყებამდე, არაერთი მშობელი შიშობს, რომ სკოლებისთვის დადგენილი ახალი წესები რეალურად არ იმუშავებს - მათი აზრით, ბავშვები, რომელთაც პირბადის ტარება არ ევალებათ ვერ დაიცავენ დაწესებულ ერთმეტრიან დისტანციას და სკოლა, შესაძლოა, ვირუსის აფეთქების ადგილად იქცეს.

💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ 💥💥   

რას პასუხობს ამაზე თავად განათლების სამინისტრო?

არიან თუ არა სკოლები მზად ამ ახალი წესების შესასრულებლად? და რას ეყრდნობა რეკომენდაცია, რომ სკოლაში ასობით ბავშვისთვის პირბადე სავალდებულო არ არის? რადიო თავისუფლებამ ამ და სხვა კითხვებით მიმართა განათლების მინისტრის მოადგილეს, ეკა დგებუაძეს.

💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან

რადიო თავისუფლება:

 სასწავლო წლის დაწყებისთვის აუცილებელი ახალი წესები, რაც კოვიდ 19-ის პანდემიით არის გამოწვეული, უკვე ცნობილია, მაგრამ საინტერესოა, როგორ შეხვდნენ ამ სავალდებულო წესებს სკოლები, მზად არიან ამ წესების დასაცავად?

ეკა დგებუაძე: ეს წესები სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების მონაწილეობით შემუშავდა. პროცესს სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ. ცხადია, 2083-ვე სკოლა ამ პროცესში ჩართული ვერ იქნებოდა, ამიტომ, სხვადასხვა ტიპის სკოლები შევარჩიეთ, განსხვავებული საჭიროებებით და მათ თავად უნდა გადაწყვიტონ და დაალაგონ სასწავლო პროცესი ისე, რომ ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული რეგულაციები დაიცვან.

რადიო თავისუფლება: ანუ სკოლები დამოუკიდებლად გადაწყვეტენ როგორ წარმართონ პროცესი. რამდენი ცვლა დანიშნონ და გაკვეთილის ხანგრძლივობა რა იყოს. თუმცა, ყველა სკოლას არა აქვს შესაძლებლობა, რომ იქ დაცული იყოს ერთმეტრიანი დისტანცია - ასეთ შემთხვევაში, ხომ არ იცით, რა გეგმა აქვთ ამ სკოლებს?

ეკა დგებუაძე: ამ საკითხის გარშემოც ბევრი ვიმსჯელეთ და ჩავთვალეთ, რომ I-IV კლასის მოსწავლეებმა სკოლაში უნდა იარონ, ზედა კლასების შემთხვევაში კი, სკოლებს მოქნილობის შესაძლებლობა მივეცით. ამ დისტანციის დაცვა შესაძლებელია სხვადასხვა გზით, შეიძლება მოსწავლეების ნაწილმა სწავლა დაიწყოს 9-ის ნახევარზე, მეორე ნაწილმა - 9 საათზე, ჯგუფების მიხედვით დაიყოს ისე, რომ სკოლაში შესვლის და სიცხის გაზომვის პროცესი იყოს უმტკივნეულო.

სკოლას ასევე შეუძლია თავად დაარეგულიროს გაკვეთილის ხანგრძლივობა, განსაზღვროს, რომ ყველას ერთ დროს არ ჰქონდეს დასვენება. და დასვენებაც, მაქსიმუმ, 10 წუთი იქნება. მაღალ კლასებში - შერეული მოდელი შეუძლიათ გამოიყენონ და სამი დღე იარონ სკოლაში, დანარჩენი ორი - დისტანციურად ისწავლონ. გამოიყენონ შაბათი დღეც. ეს მოქნილობა სკოლებს იმიტომ მივეცით, თავიანთ საჭიროებებს მოარგონ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები.

რადიო თავისუფლება: განათლების სამინისტრო ამ პროცესში რა ფორმით იქნება ჩართული?

ეკა დგებუაძე: სამინისტრო ყიდულობს საჯარო სკოლებისთვის საჭირო ინვენტარს, სადეზინფექციო ხსნარს, თერმომეტრებს, დეზობარიერებს. კერძო სკოლებმა ეს საკითხი თავად უნდა მოაგვარონ. ახლა ვამოწმებთ, ვის რა ბიუჯეტი აქვს, რომ სკოლებში მუდმივად იყოს საპონი, ქაღალდი და ა.შ.

რადიო თავისუფლება: მშობლებს აწუხებთ და აინტერესებთ, როგორ მოხერხდება სკოლის დალაგება ხშირად, ასევე, საკლასო ოთახების განიავება მაშინ, როცა ზოგ სკოლას, რომელშიც 1500 მოსწავლე სწავლობს, მხოლოდ 2 დამლაგებელი ემსახურება?

ეკა დგებუაძე: დამლაგებლების საკითხიც განხილვის პროცესშია, სად შეიძლება რომ დავამატოთ კადრები.

რადიო თავისუფლება: კითხვები გააჩინა იმანაც, რომ მოსწავლეებისათვის არ არის სავალდებულო სკოლაში პირბადის ტარება. რით აიხსნება ეს გადაწყვეტილება მაშინ, როცა დახურულ სივრცეში პირბადის ტარება ყველას ევალება? თუ ბავშვი მოთხოვნილ ერთმეტრიან დისტანციას ვერ დაიცავს, მაშინ პირბადის გარეშე ყოფნა რამდენად უსაფრთხოა?

ეკა დგებუაძე: ყველა ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო რეკომენდაციებს დაეფუძნა. მაგალითად დისტანცია - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა ბოლო მონაცემებით საჭიროა სწორედ ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა. ამას გვკარნახობს ის ორგანიზაცია, ვინც ამ პოლიტიკას მართავს.

რაც შეეხება პირბადეს, ჩვენ წავიკითხეთ საერთაშორისო კვლევები, სადაც წერია, რომ ვირუსის გადადების ყველაზე ნაკლები საფრთხე არის სკოლებში. ეს ციტატაა ამ კვლევებიდან და არა ჩვენი დასკვნა. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მიაჩნია, რომ ბავშვებს გაუჭირდებათ პირბადის ტარება წესების დაცვით. შეიძლება ბავშვს პირბადე დაუვარდეს, გაჭუჭყიანდეს, მერე ისევ გაიკეთოს და ეს უფრო გახდეს დაავადების გავრცელების წინაპირობა. მათაც მიიჩნიეს, რომ უმჯობესია, სავალდებულო არ იყოს პირბადე. თუმცა, თუ ბავშვს სურს ატაროს ის, შეუძლია თან ჰქონდეს და გაიკეთოს. ეს აკრძალული არ არი.

რადიო თავისუფლება: როგორ გააკონტროლებთ დადგენილ წესებს? სკოლის ადმინისტრაციას ენდობით?

ეკა დგებუაძე: ამაზეც ბევრი ვიმსჯელეთ. სკოლა ძალან ბევრია და ჯანდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ მათ გაუჭირდებათ ყველა სკოლის მონიტორინგი. ამიტომ მონიტორინგზე პასუხისმგებელი იქნება სკოლის ადმინისტრაცია და ასევე, საგანმანათლებლო რესურსცენტრები.

რადიო თავისუფლება: თუ განიხილავს განათლების სამინისტრო იმ საკითხს, რომ ამ ახალი წესებით სწავლის დაწყება მხოლოდ დროებითი შეიძლება იყოს და მეორე ტალღის შემთხვევაში, სკოლა ისევ დაიკეტოს?

ეკა დგებუაძე: ჩვენ ვმოქმედებთ და ვლაპარაკობთ იმ მოცემულობაზე, რაც დღეს აქვს ქვეყანას. რა იქნება ხვალ - არ ვიცით. ამიტომ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. თუ საჭირო გახდება ისევ ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლა და ამას გვეტყვიან შესაბამისი უწყების წარმომადგენლები, ჩვენ მოგვიწევს იმ რეკომენდაციებს მივყვეთ, რასაც დაგვიწესებენ. განათლების სამინსტრო ამას მარტო ვერ გადაწყვეტს.

radiotavisupleba.ge

 

 

"მივხვდი, რომ შენი ბედნიერებით ყველა არ ხარობს...ამის გაანალიზების შემდეგ, თითქოს ჩავიკეტე" - ლელა მებურიშვილი სიყვარულზე, შვილებსა და ბავშვობის ოცნებებზე

 


"დი­ლით ჩემ­მა შვი­ლებ­მა ძილ­ში სი­ცი­ლი და­ი­წყეს. სა­ო­ცა­რია, ერ­თმა და­ი­წყო და მე­ო­რე აჰ­ყვა. ვუ­ყუ­რებ­დი და სას­წა­უ­ლი შეგ­რძნე­ბა მქონ­და", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი. რა არის მის­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა, ვის მი­უ­ძღვის ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მის წარ­მა­ტე­ბა­ში. რას თვლის თა­ვის სუსტ მხა­რედ და რა ის­წავ­ლა სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ 💥💥   

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- 1983 წლის 22 სექ­ტემ­ბე­რი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...ექი­მი. მამა ექი­მია და რო­გორც ჩანს, ჩემ­ზე ეს ფაქ­ტო­რი მოქ­მე­დებ­და. მქონ­და პა­ტა­რა თეთ­რი ხა­ლა­თი, ექი­მის ხელ­სა­წყო­ე­ბი, რე­ცეპ­ტის ფურ­ცლე­ბი... მოკ­ლედ, "ექი­მო­ბა­ნას" ვთა­მა­შობ­დი. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, სულ მინ­დო­და მსა­ხი­ო­ბო­ბაც. ზა­ფხუ­ლო­ბით, როცა არ­და­დე­გე­ბი მე­წყე­ბო­და, და­სას­ვე­ნებ­ლად სა­დაც უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ყველ­გან სპექ­ტაკ­ლებს ვდგამ­დი, ხან ბა­ლე­რი­ნა ვი­ყა­ვი, ხან თო­ჯი­ნებს ვა­თა­მა­შებ­დი. 12 წლი­დან "ბე­რი­კებ­ში" და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი, მერე ცი­ცი­ნო კო­ბი­აშ­ვი­ლი გა­ვი­ცა­ნი, ის მა­შინ თე­ატ­რა­ლუ­რის სტუ­დენ­ტი იყო, მე და ჩემს ძმას სა­კურ­სო და სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლებ­ში გვა­კა­ვებ­და. ამ სპექ­ტაკ­ლებს მერე ლექ­ტო­რე­ბი ნა­ხუ­ლობ­დნენ და და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბის მოს­მე­ნა ძა­ლი­ან მხიბ­ლავ­და, სტი­მულს მაძ­ლევ­და. ერთი პე­რი­ო­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბა­საც ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ ამ ჯა­დოს­ნუ­რი აუ­რი­დან გა­მოს­ვლა ვე­ღარ შევ­ძე­ლი.

💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...ჯი­უ­ტი­აო. ეს თვი­სე­ბა გარ­კვე­უ­ლი დო­ზით მარ­თლაც მაქვს. ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ჩემი პრინ­ცი­პე­ბი მქონ­და. იმ თე­მა­ზე, რაც ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, არა­ნა­ირ კომ­პრო­მის­ზე არ მივ­დი­ო­დი. აზრს ვერ შე­მაც­ვლე­ვი­ნებ­და მოდა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი, უმ­რავ­ლე­სო­ბის ხმა და ა.შ. ეს თვი­სე­ბა დღე­საც მაქვს. მა­გა­ლი­თის­თვის გე­ტყვი, ის უსარ­გებ­ლო საკ­ვე­ბი, რომ­ლის მი­ღე­ბაც ბავ­შვის­თვის არ შე­იძ­ლე­ბა, ჩემ­მა შვი­ლებ­მა არ მინ­და მი­ი­ღონ, არ მინ­და გვი­ან და­ი­ძი­ნონ. არ მინ­და გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი არ­სე­ბობ­დეს, ამას ყო­ველ­თვის ჯი­უ­ტად გა­ვი­ტან და ზუს­ტად ვიცი, ასე რა­ტომ ვიქ­ცე­ვი.

- ჩემი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა...

- ...წარ­მა­ტე­ბა ძა­ლი­ან ზო­გა­დი სი­ტყვაა. ვი­ღა­ცის­თვის ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა სრუ­ლე­ბით არ არის წარ­მა­ტე­ბუ­ლი და შე­საძ­ლოა, ვი­ღა­ცას ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლად მი­ვაჩ­ნდე. თე­ატ­რა­ლურს რომ ვამ­თავ­რებ­დი, თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ში ვთა­მა­შობ­დი. კარგ სპექ­ტაკლში მთა­ვარ როლს ვას­რუ­ლებ­დი. მა­შინ სამ­წუ­ხა­როდ, მსა­ხი­ო­ბე­ბი თე­ატ­რი­დან პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი ვერ ხდე­ბოდ­ნენ. სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე რამ­დე­ნი­მე ჩემი ასა­კის მსა­ხი­ო­ბი, გუ­და­ურ­ში წა­ვე­დით. იქ სას­ტუმ­რო­ში სა­დი­ლო­ბი­სას, ვი­ღა­ცამ მიც­ნო, - ეს ის გოგო არ არის, სპექ­ტაკლში რომ თა­მა­შობს, რო­გორ მომ­წონ­სო. ძა­ლი­ან მე­სი­ა­მოვ­ნა. სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბა იყო.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...დე­ი­და­ჩემს, რო­მელ­მაც "ბე­რი­კებ­ში" მი­მიყ­ვა­ნა; ჩემს მშობ­ლებს, რომ­ლე­ბის­გა­ნაც მუ­დამ მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ­დი და ვგრძნობ. მათ თა­ვის დრო­ზე, ჩემი თე­ატ­რა­ლურ­ში ჩა­ბა­რე­ბაც არ გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბი­ათ, არა­და, მსგავ­სი შემ­თხვე­ვა მშო­ბელ­თა მხრი­დან ხში­რი იყო. ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ჩემს მე­უღ­ლეს. წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლის­თვის მე­უღ­ლის მხარ­და­ჭე­რა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, მით უმე­ტეს, ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში. ხში­რად გა­მი­გია, გა­და­ღე­ბა­ზე გვი­ა­ნო­ბამ­დე შე­მორ­ჩე­ნილ მსა­ხი­ო­ბებს რო­გორ ურე­კა­ვენ მე­უღ­ლე­ე­ბი და საყ­ვე­დუ­რო­ბენ, აღარ მო­დი­ხა­რო? ჯერ შენ თა­ვად ნერ­ვი­უ­ლობ, რომ გა­და­ღე­ბა­ზე გვი­ა­ნო­ბამ­დე შერ­ჩი და და­მა­ტე­ბით ოჯა­ხის წევ­რის ნერ­ვი­უ­ლო­ბა რთუ­ლია. ჩემი მე­უღ­ლე ამას ჯან­სა­ღად უდ­გე­ბა. ზოგ­ჯერ თა­ვად ვწუ­წუ­ნებ,

- სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე ვის­წავ­ლე...

- ...ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლის დროს, ყვე­ლა ვინც გა­მი­ღი­მებ­და, თბილ სი­ტყვას მე­ტყო­და, მე­გო­ნა, ჩემ­და­მი ყვე­ლა და­დე­ბი­თად იყო გან­წყო­ბი­ლი, მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და და ჩემი წარ­მა­ტე­ბა ახა­რებ­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მივ­ხვდი, ეს ასე არ არის, შენი ბედ­ნი­ე­რე­ბით ყვე­ლა არ ხა­რობს. ამის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შემ­დეგ, თით­ქოს ჩემს ნა­ჭუჭ­ში ჩა­ვი­კე­ტე. ადა­მი­ა­ნებს, ისი­ნი ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლე­ბი თუ არ არი­ან, ემო­ცი­ებს ნაკ­ლე­ბად ვუ­ზი­ა­რებ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც არ ვაქ­ტი­უ­რობ. არ ვთვლი, რომ ეს კარ­გი თვი­სე­ბაა ...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა