Friday, September 11, 2020

„უნივერსიტეტებს და სკოლებსაც მოვუწოდებდი, თუ აქვთ შესაძლებლობა, მაქსიმალურად გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე“

 


ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებლები საგანგაშოდ იზრდება. სპეციალისტები სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ მობილობის გააქტიურების გამო, რისკების ზრდაზე საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მოსახლეობამ ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ისწავლოს.

💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ 💥💥   

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნის და რეაგირების სამმართველოს უფროს ანა კასრაძის განცხადებით საზოგადოებამ უნდა ისწავლოს კოვიდ 19-თან თანაარსებობა, თუმცა მისივე აზრით კარგი იქნებოდა თუ უნივერსიტეტები და სკოლები, რომლებსაც ამის შესაძლებლობა აქვს ონლაინ სწავლებაზე გადავლენ.

💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან

„თავდაპირველად, გვქონდა მოწოდება – დარჩი სახლში, მაგრამ ახლა ახალი მიდგომა არის ის, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ერთად არსებობა, კოვიდთან ერთად სწავლის პროცესის ჩატარება და სხვადასხვა აქტივობების განხორციელება. ის, რაც აუცილებელია. იმისთვის, რომ რისკი შემცირდეს, პირადად ჩემი და ზოგადად რეკომენდაცია იქნებოდა მაქსიმალურად ონლაინ სწავლებაზე გადასვლა. ვფიქრობ, ეს უფრო შესაძლებელია უმაღლესებში, დაწყებით კლასებში კი უფრო გართულდება. სადაც შესაძლებელია და რომელ უნივერსიტეტებს და სკოლებსაც შესაძლებლობა აქვთ, მოვუწოდებდი, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მაქსიმალურად გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე. გარდა ამისა, საჭიროა მკაცრი კონტროლი უშუალოდ დაწესებულებებში. ყველა სტუდენტმა და უფროსკლასელმა სწავლის დროს, დახურულ სივრცეში, შესაძლებლობის ფარგლებში უნდა გამოიყენოს ნიღაბი და ხელის ჰიგიენა“, – განაცხადა ანა კასრაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.

💢💢 რომელ უნივერისტეტებში მოხვდნენ განათლების სახლის კურსდამთავრებულები   - იხილეთ ფოტოალბომი 

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვილინდა და დადასტურებული შემთხვევათა რიცხვი 1917 გახდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 1354 პირი, გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 390 პირი.

edu.aris.ge

 

Thursday, September 10, 2020

ამირან გამყრელიძე მშობლებსა და სკოლების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებით მიმართავს

 


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მშობლებსა და სკოლების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებით მიმართავს.

💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ 💥💥   

როგორც გამყრელიძე აცხადებს, ბავშვი, რომელსაც ტემპერატურა ან სხვა რესპირატორული სინდრომი ექნება, მშობელმა სკოლაში არ უნდა გაუშვას, ამასთან, სკოლის ხელმძღვანელებმა უნდა გააკონტროლონ, რომ სკოლებში მუდმივი თერმოსკრინინგი ჩატარდეს.

💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან

„განსაკუთრებით ახლა, როდესაც ერთ კვირაში მობილობა გაიზრდება ქვეყანაში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, მივმართავ მშობლებს, სკოლაში არავითარ შემთხვევაში არ გაუშვან ბავშვი, ვისაც ტემპერატურის მატება ან რამე რესპირატორული სინდრომი ექნებთ, დარეკონ 112-ზე და ექიმის კონსულტაციით მართონ შემთხვევა. ასევე, სკოლის ხელმძღვანელებს მივმართავ, იყოს მუდმივი თერმოსკრინინგი და მომატებული ტემპერატურით ბავშვი სკოლაში დაშვებული არ იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა გამყრელიძემ.

💢💢 რომელ უნივერისტეტებში მოხვდნენ განათლების სახლის კურსდამთავრებულები   - იხილეთ ფოტოალბომი 

რაც შეეხება უმაღლეს საწავლებლებს, ამირან გამყრელიძის მთავარი რეკომენდაციია, რომ როგორც ლექტორებმა, ასევე სტუდენტებმა პირბადე ატარონ.

„ამავე დროს, ზოგადი რეკომენდაციებია, რომ უნდა მუშავდებოდეს და სველი წესით ყოველდღიურად ლაგდებოდეს სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები. ტარდებოდეს პერიოდული დეზინფექცია, ხდებოდეს დისტანციის დაცვა სწავლების პროცესში. სადაც შეიძლება დისტანციური სწავლებით ჩანაცვლება, ჰიბრიდული მოდელის უფრო ფართოდ გამოყენება აუცილებელია, რომ თავი დავიზღვიოთ დიდი მობილობის პროცესში, როდესაც ერთად 120-130 სტუდენტი უნივერსიტეტებში და 3-ჯერ მეტი მოსწავლე წავა სკოლებში, თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელების ინტენსიფიკაცია ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ipn.ge

Wednesday, September 9, 2020

“ვწუხვარ იმ ადამიანებზე ვისთანაც მქონდა შეხება” – რას წერს კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი

 


“ტვ პირველის” ჟურნალისტს ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანიამ გაავრცელა.

💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ 💥💥  


მოგვიანებით კი თავად ჟურნალისტმა “ფეისბუქის” პირად გვერდზეც დაადასტურა.
“მეგობრებო და ჩემო კოლეგებო, გიდასტურებთ. უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია ამდენ ზარს და შეტყობინებას ვუპასუხო. თავს კარგად ვგრძნობთ, მხოლოდ ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში გვქონდა მჭიდრო კონტაქტი.

აუცილებლად უნდა მოხდეს ამ კონტაქტების კვლევა. როგორც კი საეჭვო სიმპტომები გამოგვივლინდა დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები.
წყარო სრულიად უცნობია. არანაირ საეჭვო კლასტერთან არ გვქონია კავშირი. ვეცდებით ესეც გამოვარკვიოთ.
მადლობა ყველას”, – წერს ჟურნალისტი.


 
შეგახსენებთ რომ ვიკა ბუკია პარლამენტარ ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლეა, რომელსაც ასევე დაუდასტურდა kovid19.

plus.kvira.ge

ეპიდვითარებიდან გამომდინარე, „თბილისობა” არ გაიმართება

 


თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, წელს „თბილისობა” არ გაიმართება.

💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ 💥💥  

როგორც კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მერიის სხდომაზე განაცხადა, ღონისძიებები ლაივრეჟიმში ჩატარდება და მოსახლეობას ტელევიზორით შეეძლებათ ყურება.

💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან

„თქვენ ყველამ იცით, რომ „თბილისობა” არის ოქტომბრის თვის პირველ შაბათ-კვირას და არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოგვიწევს ამ ღონისძიებების გადადება. 

 💢💢 რომელ უნივერისტეტებში მოხვდნენ განათლების სახლის კურსდამთავრებულები   - იხილეთ ფოტოალბომი 

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობა და შესაბამისად, „თბილისობის” ღონისძიებები იქნა გაუქმებული. ჩვენ გვექნება კულტურის სამსახურთან მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ დავგეგმოთ კონცერტები მხოლოდ ლაივრეჟიმში”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ipn.ge

Tuesday, September 8, 2020

მარინა ეზუგბაია - დაავადებამ ინტენსიური გავრცელება მიიღო და ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვქვეშ დგება - აჭარა უკვე წითელი ზონაა

 


ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა მეტყველებს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებამ ინტენსიური ხასიათი მიიღო და კონტროლირებადი მატება ეჭვქვეშ დგება.

 💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ 💥💥

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავადობის მაჩვენებლები შეიცვალა და 100 ათას მოსახლეზე 8 გახდა.

💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან

„მართალია, ამ მაჩვენებლით ჯერჯერობით ქვეყანა რჩება „მწვანე ზონაში“, რადგან ეს ინციდენტობა არის 10-ზე ნაკლები, მაგრამ ახალი 45 შემთხვევა ქვეყანაში პირველად დადასტურდა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ დაავადებამ მიიღო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვისქვეშ დგება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

💢💢 რომელ უნივერისტეტებში მოხვდნენ განათლების სახლის კურსდამთავრებულები   - იხილეთ ფოტოალბომი 

რაც შეეხება აჭარის რეგიონს, როგორც ეზუგბაია აცხადებს, რეგიონის ჩაკეტვაზე საუბარი ჯერ არ არის, თუმცა რეკომენდაციების შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების გაფართოება იქნება საჭირო.

„აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა. იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარა უკვე წითელი ზონაა და იქ ალბათ დამატებითი ღონისძებები იქნება გასატარებელი, ეს არის რეკომენდაციების შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების უფრო მეტად გაფართოება“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1729 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6 -ით გაიზარდა და - 1321-ს შეადგენს.

ipn.ge

Monday, September 7, 2020

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

 


საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1729 გახდა.

💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ 💥💥 

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6 -ით გაიზარდა და - 1321 ს შეადგენს.

💢💢 რომელ უნივერისტეტებში მოხვდნენ განათლების სახლის კურსდამთავრებულები   - იხილეთ ფოტოალბომი 

აღსანიშნავია, რომ 45 შემთხვევა ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ipn.ge

რა მოხდება, თუ სწავლის პროცესში სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდება? – ჯერ ინსპექტირება 81–მა სკოლამ გაიარა

 


ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში შრომის ინსპექციის მიერ შემოწმებულია 81 სკოლა, რომლებიც ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციებს აკმაყოფილებენ. მისივე თქმით, სწავლის დაწყებამდე ყველა სკოლის ინსპექტირება დასრულდება. როგორც ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ სკოლაში კოვიდ ინფექცია დაფიქსირდება, სამინისტრო ვირუსის წყაროს ლოკალიზებას უზრუნველყოფს.

💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ 💥💥 

„თუ მოხდა ვირუსის დაფიქსირება სკოლაში, დროულად უნდა იქნას ლოკალიზებული ვირუსის წყარო. დიახ, კარანტინში გადავლენ და ჩვენ გავატარებთ ყველა საჭირო ღონისძიებას, რომ სხვა ბავშვებმა დროულად შეძლონ განაახლონ სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ. ამისთვის, რა თქმა უნდა, გადაზღვევის კომპონენტი არის ონლაინ სწავლება, რომელიც ასევე გამართულად მუშაობს უკვე. გაზაფხულიდან ვნახეთ, თუ რამდენად წარმატებული პროექტია ეს განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებული და ერთობლივი თანამშრომლობის რეჟიმში, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ გავიაროთ სასწავლო წელი ისე, რომ არ გახდეს აუცილებელი მაქსიმალური მობილობის დაგდება ქვეყანაში, რომ შევწყვიტოთ სასწავლო პროცესი სკოლებში“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან     

მინისტრის განმარტებით, სასწავლო დაწესებულებები მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იქნებიან და დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

💢💢 რომელ უნივერისტეტებში მოხვდნენ განათლების სახლის კურსდამთავრებულები   - იხილეთ ფოტოალბომი 

„სასწავლო დაწესებულებები იქნებიან მუდმივი მონიტორინგის ქვეშ, ჩვენ რეკომენდაციებს მივცემთ და ასევე გამკაცრებულ ღონისძიებებსაც გავატარებთ, რადგან ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი საზოგადოებისთვის“, – ამბობს მინისტრი.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

edu.aris.ge

"მეკითხებოდნენ, რატომ გათხოვდი ქართველზე, ქართველი მამაკაცის რა მოგეწონაო?" - სიყვარული, რომელმაც ჩეხი გოგონა ჩეხეთიდან რაჭაში ჩაიყვანა

 


ჩეხ გო­გო­ნა­ზე უნდა გი­ამ­ბოთ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­თხოვ­და და მალე რაჭა მის სიყ­ვა­რუ­ლა­დაც იქცა. ნატა მე­სი­ა­რი­კო­ვა­სა და გეგი გურ­გე­ნი­ძის ამ­ბა­ვი ნამ­დვი­ლად მო­გა­გო­ნებთ ცნო­ბი­ლი ფილ­მის სი­უ­ჟეტს, რო­მელ­საც წინ უს­წრებ­და 80-იანი წლე­ბის პრე­სა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა­სა და ჩეხი ბი­ჭის სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ... ნატა სწო­რედ მათი ქა­ლიშ­ვი­ლია. მე ის რა­ჭა­ში გა­ვი­ცა­ნი.

💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ 💥💥 

ნატა: - დე­და­ჩემ­მა, რუ­სუ­დან იმ­ნა­ძემ და მა­მა­ჩემ­მა ლა­დის­ლავ მე­სი­ა­რიკ­მა ერ­თმა­ნე­თი მოს­კოვ­ში, დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში სწავ­ლი­სას გა­იც­ნეს. მა­მას დედა შე­უყ­ვარ­და, სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ თბი­ლის­ში ჩა­მო­ა­კი­თხა და ხელი სთხო­ვა. არა­და, მა­შინ იშ­ვი­ა­თი იყო ქარ­თვე­ლი ქა­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ, თუნ­დაც საბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა­ში გა­თხო­ვე­ბა, მაგ­რამ სამი თვის შემ­დეგ დე­დამ მა­ინც მო­ი­პო­ვა ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბის უფ­ლე­ბა. მამა იხ­სე­ნებ­და, არ იყო ად­ვი­ლი ჩვე­ნი და­ო­ჯა­ხე­ბა, მაგ­რამ სიყ­ვა­რულ­მა ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბა გა­დაგ­ვა­ლახ­ვი­ნაო.

💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან     

დედა ყო­ველ­თვის დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მი­ამ­ბობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ცდი­ლობ­და ქარ­თუ­ლი ენა ეს­წავ­ლე­ბი­ნა ჩვენ­თვის, წლე­ბის შემ­დეგ კი აქა­უ­რო­ბა ჩემს მე­ო­რე სამ­შობ­ლოდ იქცა. სა­ნამ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­იშ­ლე­ბო­და, ხში­რად ჩა­მოვ­დი­ო­დით თბი­ლის­ში, მძი­მე 90-ია­ნე­ბის შემ­დეგ კი მხო­ლოდ 15 წლი­სამ მო­ვა­ხერ­ხე ჩა­მოს­ვლა. მას შემ­დეგ ორ-სამ წე­ლი­წად­ში ერთხელ ჩა­მოვ­დი­ო­დი, მე­გობ­რე­ბიც გა­ვი­ჩი­ნე და ჩემი ქარ­თუ­ლიც ნელ-ნელა და­იხ­ვე­წა.

💢💢 რომელ უნივერისტეტებში მოხვდნენ განათლების სახლის კურსდამთავრებულები   - იხილეთ ფოტოალბომი 

2013 წელს გა­ვი­ცა­ნი გეგი... უკვე დიდი გოგო ვი­ყა­ვი და ამი­ტომ ვი­ქი­რა­ვე ბინა, მა­ნამ­დე აქ ბე­ბი­ას­თან ჩა­მოვ­დი­ო­დი. ახლა კი ბე­ბი­ას და დე­ი­დას და­ვუ­მა­ლე და ვუ­თხა­რი, რომ მე­გო­ბარ­თან ვი­ცხოვ­რებ­დი. სწო­რედ ამ ბი­ნა­ში მო­ვინ­დო­მე ინ­ტერ­ნე­ტის და­მონ­ტა­ჟე­ბა, გა­მო­ვი­ძა­ხე სპე­ცი­ა­ლის­ტი და მო­ვი­და გეგი. მა­შინ­ვე მო­მე­წო­ნა. გეგი ამ­ბობს, მეცო... ერ­თმა­ნეთს ვხვდე­ბო­დით, მერე კი ვირ­ტუ­ა­ლუ­რად გა­ვაგ­რძე­ლეთ ურ­თი­ერ­თო­ბა. ზა­ფხულ­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, ჯერ ზღვა­ზე გა­ვემ­გზავ­რეთ, მერე ნი­კორ­წმინ­და­ში ჩა­ვე­დით. გე­გის, რო­გორც ყვე­ლა რაჭ­ველს, ძა­ლი­ან უყ­ვარს რაჭა. მეც დიდი მონ­დო­მე­ბით მა­წო­ნებ­და, მაგ­რამ განა შე­იძ­ლე­ბო­და აქა­უ­რო­ბა არ მომ­წო­ნე­ბო­და?! რა­ჭა­ში ლა­მა­ზი დღე­ე­ბი გა­ვა­ტა­რეთ და და­ო­ჯა­ხე­ბაც გა­დავ­წყვი­ტეთ. ერთი თვე დამ­ჭირ­და, რომ ჩემს სამ­შობ­ლო­ში ყვე­ლა წა­მო­წყე­ბუ­ლი საქ­მე და­მემ­თავ­რე­ბი­ნა. ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ყვე­ლა გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო...

- რაჭ­ვე­ლი კა­ცე­ბი კარ­გი მე­ო­ჯა­ხე­ე­ბი არი­ა­ნო. ეთან­ხმე­ბით?

- ვე­თან­ხმე­ბი!.. მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, რა­ტომ გა­თხოვ­დი ქარ­თველ­ზე, ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის რა მო­გე­წო­ნაო? მომ­წონს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბი­სა და სით­ბოს გა­მო­ხატ­ვა, ღა­მის 12 სა­ათ­ზე მი­ლოც­ვა, ხში­რი მის­ვლა-მოს­ვლა. მომ­წონს, ბავ­შვი რომ იბა­დე­ბა და უამ­რა­ვი ახ­ლო­ბე­ლი იკ­რი­ბე­ბა სამ­შო­ბი­ა­როს ეზო­ში... ასე­თი რამ ჩვენ­თან არ ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად უხა­რი­ათ...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა